ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამ ბრიტანელ მეცნიერს მიენიჭა | Allnews.Ge

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამ ბრიტანელ მეცნიერს მიენიჭა

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამ ბრიტანელ მეცნიერს - დევიდ ტაულესს, მაიკლ კოსტერლიცსა და დანკან ჰელდანს მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ ნობელის კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ნობელის კომიტეტში აღნიშნავენ, რომ მეცნიერებმა დიდი წვლილი შეიტანეს მატერიის ტოპოლოგიური გადასვლებისა და ტოპოლოგიური ფაზების შესწავლაში.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად, სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიმართება. წელს პრემიის ოდენობა 953 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

myquiz