Samsung-მა სამხრეთ კორეაში Galaxy Note 7-ის გაყიდვა გაანახლა | Allnews.Ge

Samsung-მა სამხრეთ კორეაში Galaxy Note 7-ის გაყიდვა გაანახლა

კომპანია Samsung-მა სამხრეთ კორეაში Galaxy Note 7-ის გაყიდვა გაანახლა. კომპანიამ სმარტფონის გაყიდვა ერთი თვის წინ, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მისი აფეთქების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. Samsung-ის წარმომადგენელთა განმარტებით, აფეთქება ელემენტის ტექნიკურ გაუმართაობასთან იყო დაკავშირებული.

საერთო ჯამში, აფეთქების 30-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და აგვისტოში გამოსული ახალი სმარტფონის გაყიდვა დაყოვნებლივ შეჩერდა. თუმცა, Galaxy Note 7-ი ყველა მფლობელს უკან არ დაუბრუნებია.

კომპანია Samsung-მა სმარტფონ Galaxy Note 7-ის გაყიდვები შეაჩერა

ამასთან, ძალაში რჩება მსხვილი ავიაკომპანიების მიერ დაწესებული აკრძალვა, რომლის თანახმადაც თვითმფრინავის ბორტზე Galaxy Note 7-ით სარგებლობა, ისევე, როგორც მისი საბარგო განყოფილებაში დატოვება იკრძალება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Samsung Galaxy Note 7-ის მფლობელებს ბორტზე ტელეფონების გამორთვისკენ მოუწოდებს

ამასთანავე, "ფრანსპრესის" ცნობით, იმ სმარტფონების მფლობელები, რომლებმაც ძველი ახალში გაცვალეს, ამტკიცებენ რომ ზარის განხორციელების დროს ტელეფონი ხურდება, ელემენტი კი ძალიან სწრაფად ჯდება.

Samsung-ის სარეცხი მანქანების აფეთქების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა საჩივარს განიხილავენ, თუმცა, მათი მტკიცებით უკმაყოფილო მომხმარებლის რაოდენობა მინიმალურია.

"გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ახალი Note 7 ნორმალურად ფუნქციონირებს და არ წარმოადგენს საფრთხეს", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

 

 

myquiz