Samsung-ის სარეცხი მანქანების აფეთქების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა | Allnews.Ge

Samsung-ის სარეცხი მანქანების აფეთქების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

Galaxy Note 7-ის ტექნიკური ხარვეზის შემდეგ, "სამსუნგს" კიდევ ერთი მსგავსი პრობლემა შეექმნა. რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის მომხმარებელთა უსაფრთხოების კომისიამ კომპანია ერთ-ერთი მოდელის სარეცხი მანქანების "უსაფრთხოების პრობლემის" შესახებ გააფრთხილა. განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რამდენიმე მომხმარებელს ტექნიკა აუფეთქდა.

საუბარია 2011 წლის მარტიდან 2016 წლის აპრილამდე გამოშვებულ სარეცხი მანქანებზე, თუმცა, მოდელის სახელი არ კონკრეტდება.

როგორც "სიენენი" წერს, სამსუნგის რამდენიმე მომხმარებელმა განაცხადა, რომ მათ მიერ შეძენილი სარეცხი მანქანები მუშაობის დროს აფეთქდა. რიოგორც ცნობილია, მათ სარჩელებიც შეიტანეს სასამართლოში.

კომპანია Samsung-მა სმარტფონ Galaxy Note 7-ის გაყიდვები შეაჩერა

"ისეთი ძლიერი აფეთქება იყო, რომ სარეცხი მანქანის წინა კედელი მნიშნელოვნად დაზიანდა";

"მეგონა ბომბის აფეთქების ხმა იყო",  - აღნიშნავენ მომხმარებლები.

კომპანია "სამსუნგში" მომხმარებელთა სარჩელებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, აცხადებენ, რომ ისინი მუშაობენ აშშ-ის შესაბამის უწყებებთან ერთად, პოტენციური უსაფრთხოების პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით.

როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, იშვიათ შემთხვევებში, მაშინ როდესაც ირეცხება თეთრეული, ან მძიმე ტანსაცმელი, სარეცხის მანქანების დაზიანებულმა ნაწილებმა შესაძლოა, ძლიერი ვიბრაცია გამოიწვიოს, რასაც ტექნიკის დაზიანება მოჰყვეს.

საქართველოში კომპანია Samsung-ის წარმომადგენლი Galaxy Note 7-თან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ამასთან, "სამსუნგის" განცხადებით, 2011 წლის შემდეგ ასობით მილიონი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მათ მომხმარებლებს სარეცხი მანქანა ჩაურთავთ და ამას ინციდენტი არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, "სამსუნგმა" თვის დასაწყისში სმარტფონ Galaxy Note 7-ის გაყიდვები შეაჩერა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Samsung Galaxy Note 7-ის მფლობელებს ბორტზე ტელეფონების გამორთვისკენ მოუწოდებს

გაყიდვების შეჩერების მიზეზად სმარტფონის ბატარეებთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა, რომელთა გამოც შესაძლოა თვითაალება მოხდეს. სულ "სამსუნგმა" ასეთი 35 შემთხვევა გამოავლინა.

myquiz