NASA-მ მეორე მთვარე აღმოაჩინა | Allnews.Ge

NASA-მ მეორე მთვარე აღმოაჩინა

ყველაფერი ცხელი და მძლავრი შეჯახებით დაიწყო და როდესაც ეს პროცესები დასრულდა, ორბიტები გაიყო და პლანეტებს შორის განსხვავებებიც ნათელი გახდა.

ეს მოვლენა მეორე მთვარის წარმოქმნასაც აღწერს, რომელიც ზომით პატარაა და თანაც შორს მდებარეობს. საკუთარი სიმცირის გამო ის სხვა პლანეტებმა ვერ "მიიზიდეს" თუმცა, დედამიწამ ეს შეძლო.

NASA-ს თქმით, ეს ასტეროიდი 2016 HO3-ია, რომლის შესახებაც პირველად მწერალ ჯორჯ დვორსკისგან შევიტყეთ.

ასტეროიდს "დედამიწასთან მოცეკვავესაც" უწოდებენ.

მისი ორბიტა უსწორმასწორო ფორმისაა და დედამიწის ორბიტასთან შორიახლოს, პასიურად გადაადგილდება.  NASA-ს თქმით, ეს მანძილი 36,67-დან 91,44 მეტრამდე მერყეობს.

მკვლევრებმა ასტეროიდი პირველად 2016 წლის 27 აპრილს შენიშნეს, როდესაც ჰავაიდან ვარსკვლავებზე დაკვირვებას აწარმოებდნენ.

NASA-ს მიერ მომზადებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ბრუნავს პატარა მთვარე დედამიწასთან ახლოს.

 

myquiz