9 999 ლარად ღირებული iPhone 7-ის ექსკლუზიური მოდელი საქართველოს სამმა მოქალაქემ შეიძინა | Allnews.Ge

9 999 ლარად ღირებული iPhone 7-ის ექსკლუზიური მოდელი საქართველოს სამმა მოქალაქემ შეიძინა

გასულ კვირას აშშ-ში iPhone 7-სა და iPhone 7 Plus-ის გაყიდვების დაწყების პარალელურად, Apple-ის ახალი სმარტფონების გაყიდვები საქართველოშიც დაიწყო.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" iPlus-ში განუცხადეს, ამ დროისთვის ყველაზე დიდი მოთხოვნა შავი ფერის მოდელზეა და გაყიდვების 65% სწორედ ამ მოდელზე მოდის. დღევანდელი მონაცემებით, iPlus-ში 300-ზე მეტი iPhone 7 და 40-მდე iPhone 7 Plus-ია გაყიდული, რომელთა ფასი 2 777-დან 5 499 ლარამდე მერყეობს. 5 ცალი ექსკლუზიური მოდელი, რომელიც საქართველოში მომხმარებლებმა 15 სექტემბერს, სმარტფონების ოფიციალურ გაყიდვებამდე მიიღეს, 9 999 ლარად გაიყიდა. აქედან სამი მყიდველი საქართველოს მოქალაქეა.

რაც შეეხება istyle-ს, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, ამ ეტაპზე 25 ცალი (32 GB-იანი) და 5 ცალი iPhone 7 Plus გაიყიდა. ყველაზე ძვირად - 2 495 ლარად 128 GB-იანი iPhone 7 გაიყიდა. Apple-ის ახალი მოდელების ფასი კონკრეტულ ქსელში 2 295 ლარიდან იწყება.

დღევანდელი მონაცემებით, 173 ერთეული iPhone 7 და iPhone 7 Plus გაიყიდა Apple city-ის მაღაზიაში, სადაც ფასი 2 777 ლარიდან იწყება. კომპანიის ინფორმაციით, გაყიდვების 60% iPhone 7-ზე მოდის, 40% კი iPhone 7 Plus-ზე. ყველაზე ძვირად Apple city-ში iPhone 7 Plus (256GB-იანი) 4 199 ლარად გაიყიდა. ამ ეტაპზე iPhone 7-ის ფასი კი 2 777 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება iTechnic-ს, ქსელში 165 ერთეულამდე iPhone 7 და 150 ერთეულამდე iPhone 7 Plus გაიყიდა. ყველაზე ძვირად - 3 900 ლარად 128 GB-იანი, 10 ცალი iPhone 7 გაიყიდა. iTechnic-ში iPhone 7-ს ფასი 2 700 ლარიდან იწყება.

თუმცა როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, უახლოეს მომავალში ფასი დაკორექტირდება და მომხმარებელს უფრო დაბალ ფასად შეეძლება სასურველი აიფონის შეძენა. რაც შეეხება გაყიდვებს, ახალი აიფონის გამოსვლამდე კომპანიაში 300-მდე მომხმარებელმა განახორციელა ჯავშანი. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz