ბავშვების გაჩენა შესაძლოა, კვერცხუჯრედის გარეშე გახდეს შესაძლებელი | Allnews.Ge

ბავშვების გაჩენა შესაძლოა, კვერცხუჯრედის გარეშე გახდეს შესაძლებელი

შესაძლებელია თუ არა ბავშვის გაჩენა კვერცხუჯრედის მონაწილეობის გარეშე?

წარმატებით ჩატარებული ექსპერიმენტებიდან გაირკვა, რომ ბავშვის გაჩენა კვერცხუჯრედის მონაწილეობის გარეშეც არის შესაძლებელი.

ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სპერმატოზოიდს ჩვეულებრივი კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარი შესწევს, ისე, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ჯანმრთელი შთამომავლობა გაჩნდეს.

მეცნიერთა თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში ბავშვის ჩასახვა ქალის მონაწილეობის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

ბრიტანეთის ქალაქ ბატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ექსპერიმენტი თაგვების გაუნაყოფიერებული კვერცხუჯრედით დაიწყეს. სხვადახვა ქიმიური ნივთიერების გამოყენებით მათ ის და ფსევდოემბრიონად აქციეს.

ასეთი ფსევდოემბრიონები ძალიან გვანან ჩვეულებრივ უჯრედებს, მაგალითად - კანის უჯრედებს. მათ შეუძლიათ დაყოფა და საკუთარი დნმ-ის კონტროლი.

მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ თუკი ასეთ ფსევდოემბრიონებში სპერმის შეყვანის მეთოდით შესაძლებელი გახდება ჯანმრთელი თაგვების გამოყვანა, მომავალში ამის განხორციელება ადამიანის უჯრედებშიც გახდება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ თაგვებზე განხორციელებულ ექსპერიმენტებში წარმატების სავარაუდო წილი 25%-ს შეადგენდა.

"პირველად დადასტურდა, რომ კვერცხუჯრედთან არდაკავშირებული უჯრედებთან შეერთებისას სპერმას ჯანრმთელი შთამომავლობის შექმნა შეუძლია", - განაცხადა ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში ერთ-ერთმა მკვლევარმა, დოქტორ ტონი პერიმ.

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტის შედეგად გაჩენილი თაგვები ჯანმრთელები არიან და ცხოვრების ნორმალური ხანრგძლივობა აქვთ.

myquiz