რა ფასად გაიყიდება iPhone 7 საქართველოში | Allnews.Ge

რა ფასად გაიყიდება iPhone 7 საქართველოში

Apple-ის ახალი სმარტფონების - iPhone 7-ისა და iPhone 7 Plus-ის გაყიდვები ამერიკაში 16 სექტემბრიდან დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, iPhone 7-ის საწყისი ფასი 649$, ხოლო iPhone 7 Plus 769$ იქნება.

ქართული კომპანიების ცნობით, "ეფლის" ახალი სმარტფონების გაყიდვა საქართველოში 16 სექტემბრიდან დაიწყება.

კომპანია iSTYLE "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მომხმარებელს ატყობინებს, რომ ექსკლუზიურად ქართველი მომხმარებლისთვის iPhone 7-ის ფასი 7 777 ლარიდან დაიწყება, ხოლო 17-დან 23 სექტემბრიდან 3 500 ლარი ეღირება.

გაცილებით ნაკლებ ფასად სთავაზობს ქართველ მომხმარებლებს "ეფლის" ახალ სმარტფონებს კომპნია iTechnic. კომპანიის ინფორმაციით, iPhone7 სავარაუდოდ, 2 000-დან 3 000 ლარამდე ეღირება.

როგორი იქნება მომავლის, ევოლუციურად სრულყოფილი Iphone

"გვინდა, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ რეალური ფასი. სავარაუდოდ, ჩვენს მაღაზიებში აიფონ შვიდის პირველი მფლობელი 2 000-დან 3 000 ლარამდე გადაიხდის მხოლოდ. თუმცა, დეტალების დაზუსტების შემდეგ კიდევ უფრო ზუსტი ფასი გვეცოდინება. ჩვენი მიზანია მოკლე დროში და გონივრულ ფასად მივაწოდოთ აიფონი ჩვენს ერთგულ მომხამრებელს", - აღნიშნეს iTechnic-ში.

BPN.GE

myquiz