რა ცვლილებებს გამოიწვევს გენეტიკური მოდიფიკაცია ? | Allnews.Ge

რა ცვლილებებს გამოიწვევს გენეტიკური მოდიფიკაცია ?

შესაძლოა, ახლო მომავალში მეცნიერებმა ადამიანის დნმ-ის კორექტირება მოახერხონ, რაც ისეთი სასიკვდილო დაავადებების დამარცხების შესაძლებლობას მოგვცემს, როგორიც კიბოა. მაგრამ მიგვიყვანს თუ არა ეს "დიზაინერული ახალშობილების" გაჩენამდე ? სპეციალისტი ბიოეთიკის საკითხებში ოუენ საფერი მიიჩნევს, რომ ამ სფეროში პიონერი ჩინეთი გახდება.

მეცნიერების განვითარების პარალელურად ადამიანის გარეგნობაში, გონებრივ შესაძლებლობებსა და ფიზიკურ მონაცემებში კორექტირების შეტანა შესაძლებელი ხდება, თუმცა რამდენად ეთიკურია მსგავსი ცვლილებების განხორციელება "ჭკვიანი" წამლების, ტვინის იმპლატანტებისა და გენის კორექტირების გზით ამ დრომდე საზოგადოების აქტიური განხილვისა და კამათის თემაა. გენების რედაქტირების ინსტრუმენტის CRISPR-cas9-ის შემუშავების შემდეგ ეს საუბარი კიდევ უფრო აქტიური გახდა.

ვდგავართ თუ არა რადიკალური ცვლილებების მიჯნაზე, რომელსაც გენეტიკურად სრულყოფილი ადამიანის შექმნამდე მივყავართ ? შესაძლოა, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი - ამ სამედიცინო გარღვევის ლიდერი და ავტორი ისეთი დასავლური ქვეყნები, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფოა, ვერ გახდება. საზოგადოებრივი აზრის მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ ამერიკის მოსახლეობა სამედიცინო ჩარევის გზით გენეტიკური ცვლილებების მიღწევას ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა მსგავსი ჩარევა ამორალურად მიიჩნია.

ამერიკელების მოსაზრებას გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის მოსახლეობის უმეტესობაც ეთანხმება. გენის უშუალო რედაქტირების იდეამ კიდევ უფრო მცირე მხარდაჭერა იაპონიაში მოიპოვა, მაშინ როდესაც ჩინეთსა და ინდოეთში აღნიშნულ საკითხს მშვიდად ეკიდებიან.

მოწინააღმდეგეებს რამდენიმე არგუმენტი აქვთ, ერთ-ერთი მათგანი კი უსაფრთხების საკითხია. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანის გენის ფორმირებაში ხელოვნური ჩარევა დიდ რისკთან არის დაკავშირებული.

თავს ხშირად ეთიკური საკითხებიც იჩენს. არსებობს მოსაზრება, რომ მეცნიერები "ღმერთის როლის" შესრულებას იწყებენ. ნაკლებ აქტუალური არც უთანასწორობის გაჩენის საკითხია.

ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ გენის სრულყოფილების პროცესში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, შესძლოა, საკანონმდებლო აქტები გახდეს.

არსებობს ორი ძირითადი ფაქტორი, რომელიც გენის სრულყოფის ტექნოლოგიის განვითარებაზე გავლენას ახდენს. პირველ რიგში, ეს იმ კვლევების ჩატარების ფინანსური და ტექნიკური საშუალებაა, რომლის შედეგადან დნმ-ის უსაფრთხო ცვლილება გახდება შესაძლებელი და მეორე, მოსახლეობის მხრიდან მიმღეობაა. სწორედ, ამ ორი ფაქტორით უსწრებს ჩინეთი დასავლეთის წამყავნ ქვეყნებს.

myquiz