როგორ "გადავარჩინოთ" დასველებული ტელეფონი | Allnews.Ge

როგორ "გადავარჩინოთ" დასველებული ტელეფონი

სარეცხი მანქანები, ტუალეტები, ჩაის ფინჯნები, წვიმიანი ამინდი... ეს იმ მიზეზთა მოკლე ჩამონათვალია, რომლებმაც თქვენი მობილური ტელეფონის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს.

 

რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენი მობილური ტელეფონის "გადასარჩენად."

1. თავდაპირველად, ეცადეთ, დასველებული მობილური ტელეფონი ან პულტი სწრაფად იპოვნოთ, რადგან ასეთ მდგომარეობაში მისი დიდხანს დატოვება, საზიანო იქნება.

2. არავითარ შემთხვევაში ტელეფონის ღილაკების ან სენსორების ფუნქციონირების შემოწმება არ დაიწყოთ, რადგან ამან შეიძლება პროცესორში სითხის უფრო ღრმად ჩასვლა გამოიწვიოს.

3. სწრაფად ამოიღეთ ბატარია, ეს ტელეფონის დაზიანების საფრთხეს შეამცირებს.

4. ცხადია, თუ თქვენ ისეთი ბრენდის ტელეფონს ფლობთ, რომლიდანაც ბატარიის ამოღება შეუძლებელია, მაშინ უნდა გარისკოთ და მისი ფუნქციონირება რომელიმე ღილაკზე დაჭერით შეამოწმოთ.

5. გაათავისუფლეთ ტელეფონი ნებისმიერი სახის დამცავისგან.

6. ამოიღეთ სიმ ბარათი, რათა მისი ბუდე უკეთ გამოშრეს.

7. ყველაფერი პირსახოცით გაამშრალეთ და ჩართვამდე დარწმუნდით, რომ სისველე არ დაგრჩათ.

8. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, მთავარი რამ გრჩებათ გასაკეთებული. იმისათვის, რომ თქვენმა ტელეფონმა ფუნქციონირება განაახლოს, მშრალი ბრინჯით სავსე ჭურჭელში მოათავსეთ.

 

ბრინჯს ჰიდროსკოპიული თვისება ახასიათებს, რომელიც სისველის მიზიდვასა და ნესტის შთანთქვას გულისხმობს. გასაშრობად შეგიძლიათ კვარცის შეფუთვებიც გამოიყენოთ, თუმცა თუ სადმე მოუმზადებელი ბრინჯი მოგეპოვებათ, ეს თქვენი ტელეფონის გადარჩენის ყველაზე ეფექტური გზა იქნება.

ტელეფონის ბრინჯში მოთავსების შემდეგ, კონტეინერი დალუქეთ და 24-48 საათი დაელოდეთ.

 

9. როდესაც მის კარგად გამოშრობაში დარწმუნდებით, ჩართეთ.

რა არ უნდა გავაკეთოთ ?

გასაშრობად ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა, რა თქმა უნდა, ფენია, თუმცა მისი გამოყენებით ტელეფონის პროცესორს საგრძნობლად დააზიანებთ, რადგან ცხელი ჰაერი მის გადახურებას გამოიწვევს.

არსებობს კიდევ ერთი არასწორი მეთოდი, რომელიც პირსახოცში შეხვეული ტელეფონის მაცივარში მოთავსებას გულისხმობს, თუმცა მასში არსებული წყალი სწრაფად გაიყინება, რაც თქვენი მობილურისთვის ფატალურად დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ გაშრობის შემდეგ ყურსასმენებისა და დამტენის შესაერთებელი ადგილები თხელი, პირსახოცშემოხვეული კბილის ჩხირით ფრთხილად უნდა ამოამშრალოთ. არ გამოიყენოთ ბამბა ან ქაღალდი, რადგან მათი ნაწილების პროცესორში მოხვედრა შიდა ნაწილების დაზიანების საწინდარი იქნება.

კიდევ ერთი გავრცელებული და მცდარი იდეა, მობილური ტელეფონის ან პულტის მიკროტალღურ ღუმელში გაშრობასთან დაკავშირებით, გამორიცხეთ, რადგან რთულია იმ შედეგების აღწერა, რომლებსაც ეს მეთოდი გამოიწვევს.

 

მომზადებულია "სი-ნეთის" მიხედვით.

myquiz