ჩრდილოეთ კორეაში 3D-პრინტერი შექმნეს | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეაში 3D-პრინტერი შექმნეს

ჩრდილოეთ კორეაში 3D-პრინტერი შექმნეს, რომლის გამოყენება კოსმეტიკურ მედიცინასა და სტომატოლოგიაში იგეგმება. ამის შესახებ NK News ჩრდილოკორეულ ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.

"ამ ახალი ტექნოლოგიის საშუალებით ჩვენ ძვლების ფრაგმენტებს შევქმნით", - განაცხადა ჩრდილოკორეული სტომატოლოგიური სამმართველოს წარმომადგენელმა, დოქტორ ხვან სონ ხიოკმა.

ტელევიზიით ნაჩვენებ კადრებში რამდენიმე ექიმი საჭირო მოდელების შექმნაზე მუშაობს, ხოლო დიქტორი ამბობს, რომ პრინტერი ადამიანის ქვედა ყბას ბეჭდავს.

myquiz