iPhone 7, შესაძლოა, მაღაზიების დახლებზე უკვე 16 სექტემბერს გამოჩნდეს | Allnews.Ge

iPhone 7, შესაძლოა, მაღაზიების დახლებზე უკვე 16 სექტემბერს გამოჩნდეს

კომპანია Apple-მა ახალი iPhone 7, შესაძლოა, უკვე 2016 წლის 7 სექტემბერს წარადგინოს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg წერს.

iPhone 6 და 6S-ის პრეზენტაციები ასევე სექტემბრის დასაწყისში შედგა, ხოლო მათი გაყიდვა 19 და 25 სექტემბერს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ iPhone 7, შესაძლოა, მაღაზიების დახლებზე უკვე 16 სექტემბერს გამოჩნდეს.

გარდა ამისა, ზოგიერთი გამოცემა ვარაუდობს, რომ ამავე დღეს Apple-ი წარადგენს Macbook Pro-ს ახალ თაობას განახლებული დიზაინითა და კლავიატურის ზედა ნაწილში განლაგებული სენსორული პანელით. მაგრამ Bloomberg-ი ამ ინფორმაციას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ახალი ნოუთბუკების პრეზენტაცია სხვა დღეს შედგება.

ამავე დღეს, სავარაუდოდ, ნიუ-იორკში კომპანია Sony ახალი კონსოლის PS4 Neo-ს პრეზენტაციას გამართავს.

myquiz