ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ | Allnews.Ge

ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

ნორვეგიელი ინჟინერები წყალქვეშა მცურავი გვირაბების პროექტზე მუშაობენ, რომელთა განთავსება ფიორდების ქვეშ იგეგმება. როგორ სახეს მიიღებს ეს კონსტრუქცია საბოლოო ჯამში, ჯერ უცნობია. არსებობს მხოლოდ წინასწარი ესკიზები.

იგეგმება, რომ წყალში 30 მეტრის სიღრმეზე განთავსდება ბეტონის მილები, რომლებშიც ავტომობილები ივლიან ისე, როგორც ჩვეულებრივ გვირაბში. სავარაუდოდ, ეს მილები ტროსების მეშვეობით ფსკერზე დამაგრდება, ხოლო წყლის ზედაპირზე დამხმარე პონტონები განთავსდება.

კონსტრუქციის მშენებლობის პირველი პრეტენტენტი სოგნე-ფიორდია - ევროპაში ყველაზე დიდი ფიორდი. წყალქვეშა გვირაბის სიგრძე 1200 მეტრს შეადგენს.

პროექტის ფასი 25 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. მისი დასრულება 2035 წელს იგეგმება.

myquiz