მეცნიერებმა 1,7 მილიონი წლის წინანდელი ძვალი და ადამიანის კიბო აღმოაჩინეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა 1,7 მილიონი წლის წინანდელი ძვალი და ადამიანის კიბო აღმოაჩინეს

სამხრეთ აფრიკაში, "კაცობრიობის აკვნად" წოდებულ  მხარეში, არქეოლოგებმა კაბოს დაავადების უძველესი მტკიცებულება აღმოაჩინეს. ერთ-ერთ გამოქვაბულში, თანამედროვე ადამიანის წინაპრის ფეხის ფრაგმენტი იპოვეს, რომლის დაახლოებითი თარიღი 1,6-დან 1,8 მილიონი წელია. ანალიზის შედეგად, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პრე-ისტორიულ ადამიანს ოსტეოგენური სარკომა - კიბოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა ჰქონდა.

სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდი - რა უნდა გავაკეთოთ კიბოს პრევენციისთვის

აღსანიშნავია, რომ კიბოს ზუსტი ისტორიული წარმომავლობა ამ დრომდე შესწავლილი არ არის. ამ დრომდე, მისი ყველაზე ადრეული აღწერა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მცხოვრები ეგვიპტელი ექიმის ჩანაწერებში გვხვდება. სიმსივნის ანატომიურად ზუსტი აღწერილობა მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში გაჩნდა. ინფორმაციის სიმწირეს მეცნიერები იმით ხსნიან, რომ კიბო ძირითადად 65 წლის შემდეგ ვითარდება, წარსულში კი ადამიანი იშვიათად ცოცხლობდა ამ ასაკამდე.

ასპირინის რეგულარული მიღება კიბოს რისკებს ამცირებს

თავიანთ შემაჯამებელ ნაშრომში მკვლევარები ხაზს უსვამენ იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს სიმსივნეების წარმოშობას, მათ შორისაა: ეკოლოგია, ცხოვრების წესი და საზოგადოების განვითარების დონე. თუმცა, კიბოს წარმოქმნის პოტენციალი, ადამიანში გენეტიკურ დონეზე უძველესი დროიდან არის ჩადებული.

მომზადებულია nat-geo-ს მიხედვით.

myquiz