კაიმანის კუნძულების ხელისუფლება ზიკას ვირუსის დამარცხებას გეგმავს | Allnews.Ge

კაიმანის კუნძულების ხელისუფლება ზიკას ვირუსის დამარცხებას გეგმავს

კაიმანის კუნძულებზე გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების პირველი პარტია გამოუშვეს. აღნიშნული კოღოების მეშვეობით ხელისუფლება ზიკას ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლას გეგმავს.

ექსპერიმენტში მამრობითი კოღოეი არინ ჩართულნი, რომლებიც არ იკბინებიან, მათ მთავარი მიზანი კი მდედრობითი კოღოსთვის ისეთი გენის გადაცემაა, რომელიც მას გამრავლების შესაძლებლობას ართმევს. გენეტიკურად მოდიფიცირებულ კოღოებს ზიკას ვირუსის გადამტანი მწერების მთავარი ლოკაციის არეალში ცხრა თვის განმავლობაში გაუშვებენ.

პროექტის ოპონენტები განმარტავენ, რომ ექსპერიმენტი წინასწარ დეტალური გამოცდის გარეშე დაიწყო.

პირველად მოდიფიცირებული კოღოების გაშვება ბრაზილიაში დაიწყეს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მეთოდით მალარიის გავრცელების შეჩერებაც შეიძლება.

ზიკას ვირუსის გავრცელების ძირითადი არეალი ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ბასეინია. მეცნიერების განმარტებით დაავადება ახალშობილებში მიკროცეფალიის ავითარებს.

myquiz