Ice Bucket Challenge-ის აქციამ სამეცნიერო გარღვევას შეუწყო ხელი | Allnews.Ge

Ice Bucket Challenge-ის აქციამ სამეცნიერო გარღვევას შეუწყო ხელი

2014 წელს რომ გადავხედთ, ისეთი პოპკულტურული ტრენდები გაგვახსენდება, როგორიც ელენ დეჯენერესის ოსკარის ცნობილი სელფი, ფარელ უილიამსის უზარმაზარი ქუდი და Ice Bucket Challenge-ის საქველმოქმედო აქციაა. თუმცა, აღნიშნული ტრენდებიდან ერთ-ერთმა დღეს ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა.

კამპანიამ, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ჩაერთო და აიძულა ყინულიანი წყალი გადაესხა თავზე, ამიოტროფული გვერდით სკლეროზის გამოკვლევისა და მეცნიერული გარღვევის გაკეთების პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა. ფართომასშტაბიან საქველმოქმედო აქციაში, 17 მილიონი ადამიანი ჩაერთო და სოციალურ ქსელში თავისი ვიდეო გამოაქვეყნა. მათ შორის იყვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბილ გეიტსი, სპორტსმენები და ა.შ.

აქციის შედეგად 115 მილიონი დოლარი შეგროვდა, აქედან 67% დაავადების დაძლევის გზების ძიებასა და სამეცნირო კვლევას დაეთმო.

ერთი მილიონი დოლარი პროექტ MinE-ისთვის გამოიყო, რომლის ფარგლებშიც ამიოტროფული გვერდით სკლეროზის გამომწვევი გენის აღმოჩენა გახდა შესაძლებელი.

დაავადება თავისა და ზურგის ტვინის ნერვულ უჯრედებს აზიანებს. დიაგნოზის დადგენის შემდეგ, 2-დან 5 წლამდე შუალედში პაციენტს სუნთქვა ურთულდება, რაც საბოლოოდ ფატალურად სრულდება.

NEK1 გენის აღმოჩენამ დაავადების განკურნების გზაზე მნიშვნელვანი ნაბიჯი გადადგა.

"გენის ამ რთული ანალიზის გაკეთება მხოლოდ ბევრი ნიმუშის არსებობის წყალობით გახდა შესაძლებელი. Ice Bucket Challenge-ის აქციამ მოგვცა საშუალება MinE-ის პროექტისთვის საჭირო რაოდენობის თანხა შეგვეგროვებინა და დაავადების გამომწვევი გენი აღმოგვეჩინა."- განაცხადა ამიოტროფული გვერდით სკლეროზის ასოციაციის მთავარმა მეცნიერმა ლუსი ბრუჯინმა.

მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები ამ აქციასაც გამოუჩნდა, კამპანიამ საბოლოო ჯამში გაამართლა და სამედიცინო გარღვევას შეუწყო ხელი.

myquiz