მზის ბატარეებზე მომუშავე თვითმფრინავი დედამიწის ირგვლივ მოგზაურობას ასრულებს | Allnews.Ge

მზის ბატარეებზე მომუშავე თვითმფრინავი დედამიწის ირგვლივ მოგზაურობას ასრულებს

მზის ბატარეებზე მომუშავე თვითმფრინავი Solar Impulse 2 დედამიწის ირგვლივ მოგზაურობას ასრულებს. თვითმფრინავი უკანასკნელი მონაკვეთის დასაფარად კაიროდან აფრინდა. 48 საათის შემდეგ მას აბუ-დაბიში ელიან, საიდანაც მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავის მოგზაურობა დაიწყო.

Solar Impulse 2-მა დედამიწის ირგვლივ მოგზაურობა 2015 წლის 9 მარტს დაიწყო. თვითმფრინავს შვეიცარიელი მფრინავები ბერტრან პიკარი და ანდრე ბორშბერგი მართავდნენ.

თვითმფრინავის ფრთები 17 ათასი მზის ენერგიის ბატარეით არის დაფარული, ის 2 ტონაზე მეტს იწონის.

პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, მათი მიზანი არა ალტერნატიული საფრენი აპარატის შექმნა, არამედ განახლებადი ენერგიის შესაძლებლობების დემონსტრირების სურვილი იყო.

myquiz