ალკოჰოლის მოხმარება კიბოს შვიდი ტიპის წარმოქმნას უწყობს ხელს | Allnews.Ge

ალკოჰოლის მოხმარება კიბოს შვიდი ტიპის წარმოქმნას უწყობს ხელს

მეცნიერთა მტკიცებით, ალკოჰოლის მოხმარება კიბოს შვიდი ტიპის წარმოქმნას უწყობს ხელს.

სამეცნიერო გამოცემა Addiction-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ არსებობს სერიოზული მტკიცებულება იმისა, რომ ალკოჰოლის მოხმარება უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე, თუმცა, მისი მოქმედების ბიოლოგიური მოქანიზმები ამ დროისთვის არ არის ნათელი.

კერძოდ, ალკოჰოლმა შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუს, ყელის, ხორხის, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავისს და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ასევე, მკერდის კიბო.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, 2012 წლის მონაცემებით, ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეულმა კიბომ, ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

myquiz