ტოპ 7 აქსესუარი, რომელიც ზაფხულში გჭირდებათ თუ აიფონი გაქვთ | Allnews.Ge

ტოპ 7 აქსესუარი, რომელიც ზაფხულში გჭირდებათ თუ აიფონი გაქვთ

მთელი წლის რთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ, განტვირთვას, რა თქმა უნდა ყველა იმსახურებს. დასვენება, გართობა, მოგზაურობა, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ბევრისთვის ზაფხულთან ასოცირდება, ამისთვის კი შესაბამი მომზადებაა საჭირო.

დაუვიწყარი შვებულების გასატარებლად ნაწილი ზღვას ანიჭებს უპირატესობას, ნაწილი კი მთის კურორტებზე დასვენებას ამჯობინებს. ზოგი ჯერჯერობით ქალაქიდან გასვლას არ გეგმავს, თუმცა გართობისა და გაგრილებისთვის, ქალაქშიც ახერხებენ დროის გამონახვას.

იმისთვის, რომ თავისუფალი დღეები რაც შეიძლება მხიარულად და საინტერესოდ გაატაროთ, წინასწარ უამრავ საკითხზე გიწევთ ფიქრი, რათა თქვენი დასვენება გაუთვალისწინებელმა დეტალებმა არ გააფუჭოს. მაგალითად, თუ მოულოდნელად აღმოაჩინეთ, რომ მოგზაურობისას ტელეფონის ელემენტი ჯდება, დამტენი კი თან არ გაქვთ, ნამდვილად არ გესიამოვნებათ. ყველას სურს იყოს მუდამ კონტაქტზე, გადაიღოს ბევრი ფოტო, გაუზიაროს მეგობრებს მიღებული შთაბეჭდილებები და უსმინოს საყვარელ მუსიკას დაუსრულებლად.

ამჯერად აიფონის მფლობელებს იმ აუცილებელ აქსესუარებს გაგაცნობთ, რომლებიც ნებისმიერ ადგილას მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნით.

სელფის ჯოხი, წყალგამძლე ქეისი, IPOD შაფლი, IFLASH, მანქანის დამტენი, გარე ელემენტი თუ დინამიკები - აიფონის მომხმარებლებისთვის უკვე ფუფუნება აღარაა და მათი საჭიროება თანდათან უფრო და უფრო იკვეთება. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ამ ნივთებზე მოთხოვნა იზრდება. თუ რა ფუნქციებით გამოირჩევა აღნიშნული აქსესუარები, როგორია მათი ფასები, რამდენად ამარტივებს მათი ფლობა მოგზაურობისას წარმოქმნილ პრობლემებს, ამ საკითხებზე Allnews.ge iTechnic-ის წარმომადგენელს ესაუბრა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, აიფონის აქსესუარები ნებისმიერ დროს აქტუალურია. თუმცა, ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, გაყიდვები განსაკუთრებით იზრდება.

მათივე განმარტებით, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, მაღაზიაში აქვთ აქსესუარების ფართო არჩევანი, რათა მომხმარებლის მოთხოვნები მაქსიმალურად იქნეს დაკმაყოფილებული. რაც მთავარია, მომხმარებლისთვის საჭირო აქსესუარები ყველასათვის ხელმისაწვდომია. მაგალითისთვის, "აიტექნიკის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, სელფის ჯოხის ღირებულება 25 ლარიდან, ხოლო წყალგამძლე ქეისის ფასი 39 ლარიდან იწყება.

სელფის ჯოხი - ეს ნივთი პირველია, რაც მოგზაურობის დაგეგმვისას ადამიანს თავში მოსდის, მის გარეშე ხომ, დაუვიწყარი მომენტების აღბეჭდვა წარმოუდგენელია. ვრცლად

წყალგამძლე ქეისი -მისი მეშვეობით კადრების გადაღება უკვე წყალქვეშაც არის შესაძლებელი. ამ ნივთს მომხმარებლები ძირითადად ზღვის სეზონისთვის ყიდულობენ. ვრცლად

iPod shuffle- მინიატურული ზომის აიპოდია, რომელიც ტანსაცმელზე ან საცურაო კოსტიუმზე მარტივად მაგრდება. მუსიკის მოსმენა კი სანაპიროზე ველოსიპედით სეირნობისას თუ ვარჯიშის პერიოდში, ძალზედ სასიამოვნოა და კომფორტულია. ვრცლად

iFlashDrive - მეხსიერების ბარათია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დასასვენებლად ყოფნის პერიოდში არ გამოგელიოთ მეხსიერება. მისი წყალობით თქვენ არ მოგიწევთ ძვირფასი ინფორმაციის წაშლა, ახალი ინფორმაციის შესანახად. რაც ყველაზე მთავარია, ამ ნივთის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ერთი მხრიდან უერთდება ტელეფონს, ხოლო მეორე მხრიდან შეგვიძლია შევუერთოთ ყველა იმ მოწყობილობას, რომელსაც USB- პორტი გააჩნია. ვრცლად

დინამიკები- წყალგამძლე დინამიკები, წყალთან კონტაქტისას არ ზიანდება. რაც მთავარია, ისინი დენის წყაროსთან შეერთების გარეშე მინიმუმ 8 საათის განმავლობაში თავისუფლად მოგემსახურებიან. ვრცლად

ყველას გვქონია სიტუაცია, როცა ძალიან გვჭირდება ტელეფონი და ამ დროს ელემენტი ჯდება, ასეთ სიტუაციებში მარტივი გამოსავალია გარე ელემენტი, რომელიც რამდენჯერმე დატენის თქვენს ტელეფონს დენის წყაროს გარეშე. ვრცლად

ზაფხულში, სამოგზაუროდ წასვლამდე, აუცილებელია თან გვქონდეს მანქანის დამტენი, რომ მუდამ იყოთ კონტაქტზე. ვრცლად

ჩვენ ვეცადეთ, იმ ნივთების მოკლე ჩამონათვალი შემოგვეთავაზებინა, რომლებიც მოგზაურობისა და დასვენებისას მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნიდათ. დაგეხმარებათ გაუზიაროთ შთაბეჭდილებები სხვებს და მათი საშუალებით შეძლებთ დატკბეთ დასვენების ყოველი წუთით.

ქრისტინე გამთენაძე

myquiz