ჰოლანდიელმა დიზაინერმა ჰაერის გასასუფთავებელი კოშკი შექმნა | Allnews.Ge

ჰოლანდიელმა დიზაინერმა ჰაერის გასასუფთავებელი კოშკი შექმნა

ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ ყოველთვის ისეთი სუფთა არ არის, როგორც გვსურს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სმოგი ყოველდღიურად ჩინეთის 4000 მაცხოვრებელს კლავს. ამერიკის შეერთებულ შტატბში მოსახლეობის ნახევარიც არასახარბიელო ეკოლოგიურ პირობებში ცხოვრობს.

ჰაერის დაბინძურების საკითხი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას ერთნაირად ეხება.

ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, ჰოლანდიელმა დიზაინერმა დაან როოზეგარდემ 7 მეტრის სიმაღლის კოშკი-ფილტრი შექმნა, რომელსაც Smog Free Tower-ი უწოდა.

ჰაერის დაბინძურების რეიტინგში საქართველო პირველ ადგილს იკავებს

კოშკი მტვერსასრუტის მსგავსად იწოვს ჰაერს და კორპუსის გასწვრივ არსებული სივრციდან უკვე გაფილტრულსა და გასუფთავებულს - გამოყოფს. ფილტრს 1 საათში, დაახლოებით, 30 ათასი კუბური მეტრი ჰაერის გასუფთავება შეუძლია, ამასთან, იგი მხოლოდ ერთნახევარ კილოვატ სუფთა ენერგიას მოიხმარს, რომელსაც თავად გამოიმუშავებს.

პარიზი ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ძველ მანქანებზე შეზღუდვას აწესებს

პროექტის განხორციელებას 3 წელი დასჭირდა. დაან როოზეგარდე მოლაპარაკებებს ჩინეთთან აწარმოებს. დიზაინერი ფილტრების განთავსებას, პირველ რიგში, სწორედ ამ ქვეყანაში აპირებს. საგულისმოა, რომ კოშკები ჯერ საჯარო თავშეყრის ადგილებსა და სკვერებში დაიდგმება, თანაც კოშკის დიზაინი სკვერების ექსტერიერის შესაბამისი იქნება.

ჰაერის გასუფთავების ფუნქციის გარდა ფილტრებს სხვა გამოყენებაც აქვს. მის შიგნით დაგროვებული ნახშირწყლებისგან სამკაულის დამზადებაა შესაძლებელი.

ქალაქის მაცხოვრებელთა 80%-ზე მეტი დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს

myquiz