BMW ახალი თაობის ავტომობილებზე მუშაობს | Allnews.Ge

BMW ახალი თაობის ავტომობილებზე მუშაობს

BMW ორ კომპანიასთან "ინტელსა" და ისრაელის კომპიუტერულ კომპანია Mobileye-სთან ერთად თვითმართვადი ავტომობილების მოდელზე მუშაობს. როგორც გერმანული ავტომწარმოებლის წარმომადგენლები ამბობენ, BMW თვითმავალ ავტომობილს 2021 წელს გამოუშვებს.

ექსპერტების თქმით, ახალი მოდელის ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც ავტომაგისტრალებზე, ასევე სოფლებშიც.

BMW-ის პრესსპიკერის თქმით, ახალი ავტომობილები სრულიად დამოუკიდებლად ივლის და ეს იქნება ახალი სიტყვა ავტოწარმოებაში.

ბოლო პერიოდში ავტომწარმოებელი და მაღალტექნოლოგიური კომპანიების ინტერესი თვითმართვადი ავტომობილების მიმართ იზრდება.

მარტში კომპანია GM-მა მილიარდი დოლარი, 2015 წლის ბოლოს კი "ტოიოტამ" ასევე მილიარდი დოლარი დახარჯა ამ სექტორის განვითარებისთვის.

myquiz