ბრიტანელმა გამომგონებელმა რევოლუციური საბურავები შექმნა | Allnews.Ge

ბრიტანელმა გამომგონებელმა რევოლუციური საბურავები შექმნა

რა იქნებოდა მანქანის საბურავები მხოლოდ წინ და უკან კი არა, ჩვეული მიმართულების პერპენდიკულარულადაც რომ მოძრაობდეს? ეს ერთხელ და სამუდამოდ შეცვლიდა პარკირების პროცესს.

ბრიტანელმა გამომგონებელმა უილიამ ლიდიარდმა აღნიშნულ იდეას ხორცი შეასხა და საკუთარი ნამუშევარი ავტომანქნაზე გამოსცადა.

მსგავსი საბურავების შექმნის მცდელობა ამ დრომდე არაერთხელ ყოფილა. აღნიშნლი ინოვაციური გამოგონება იმით არის უნიკალური, რომ ამ საბურავების დაყენება მანქანის მნიშვნელოვან მოდიფიკაციას არ მოითხოვს.

როგორი იქნება მომავლის ავტომობილები

გამომგონებელმა საბურავებს საკუთარი თავის პატივსაცემად "ლიდიარდის საბურავები" უწოდა. ავტომანქანაზე მათი მორგება არანაირ სირთულესთან არ არის დაკავშირებული და ყველანაირი ამინდისა და გზისთვის არის განკუთვნილი.

myquiz