მზის ენერგიის გზატკეცილი | Allnews.Ge

მზის ენერგიის გზატკეცილი

მისურის ცნობილი 66-ე გზატკეცილი მალე ახალ ფუნქციას შეიძენს. გზატკეცილზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი, მზის ენერგიის გენერირებისთვის საჭირო მასალის შემცველი გზა დაიგება.

გზატკეცილის მოწყობას კომპანია Solar Roadway უზრუნველყოფს, რომელიც გამომგონებლებმა სკოტ და ჯული ბრუსოუებმა დააარსეს.

ბრუსოუების მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების გზების უმეტესობის მზის ენერგიის გენერირებისთვის საჭირო მოწყობილობებით უზრუნველყოფა ქვეყნის ელექტროენერგიის მარაგს სამჯერ გაზრდის.

მისურის ტრანსპორტის დეპარტამენტი აღნიშნული იდეის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის საკუთარი სახსრების გამოყოფას გეგმავს. ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, 66-ე გზატკეცილის მოწყობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

myquiz