როგორ მივხვდეთ ტელეფონი ქარხნულია თუ მეორადი? | Allnews.Ge

როგორ მივხვდეთ ტელეფონი ქარხნულია თუ მეორადი?

ყველას გახსოვთ ალბათ ტელეფონებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, რომელიც რამდენიმე მობილური ტელეფონების მაღაზიაში სამართალდამცავების შესვლით დასრულდა.

ჩვენს კითხვაზე: "ენდობით თუ არა ტელეფონების მაღაზიებს, როგორ ფიქრობთ რამდენად ხარისხიანია და ორიგინალია პროდუქცია ?" მოქალაქეების აზრი რამდენიმე ნაწილად გაიყო. ნაწილის აზრით, ქართულ ბაზარზე ორიგინალი ტელეფონის ყიდვა პრობლემაა. იყო შემთხვევა, როცა მაღაზიიდან ახალი ტელეფონის ნაცვლად, მეორადი ტელეფონით გამოვიდა მომხარებელი. ამიტომ დავინტერესდით ამ თემით და ვეწვიეთ iTechnic-ის სერვის ცენტრს კითხვით: როგორ განვასხვავოთ ტელეფონი ქარხნულია თუ მეორადი?

"იმის გარკვევა, ქარხნულია თქვენი ტელეფონი თუ მეორადი საკმაოდ მარტივია, ამისთვის საჭიროა იმეი კოდის გადამოწმება, მისი საშუალებით შეგვიძლია შევამოწმოთ ტელეფონის გააქტიურების თარიღი. ტელეფონი, როცა პირველად აქტიურდება ის ავტომატურად უკავშირდება Wifi-ს ქსელს, ავტომატურად სერვერზე იტვირთება ტელეფონის გააქტიურების თარიღი. თუ სერვერზე დაფიქსირებული თარიღი არ ემთხვევა თქვენს მიერ ტელეფონის ყიდვის თარიღს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტელეფონი მანამდე იყო ჩართული და გააქტიურებული, სანამ თქვენ მას შეიძენდით.

ამ ყველაფრის გადამოწმება კი Apple-ის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი, სადაც support-  ში იმეი კოდის ჩაწერით შეძლებთ თქვენი ტელეფონის პირველად გააქტიურების თარიღის გაგებას.

გარდა ამისა შეგვიძლია გავიგოთ ტელეფონი გადაწყობილია , მეორადია, შეკეთებულია თუ არა. ამისთვისაც ვიყენებთ ტელეფონის იმეი კოდს. ტელეფონზე ავკრიფოთ *#06# , ეკრანზე გამოჩნდება ტელეფონის ციფრები, რომელიც უნდა ემთხვეოდეს მობილური ტელეფონის უკანა მხარეს არსებულ ციფრებს და ასევე უნდა იყოს ტელეფონის ყუთზე არსებული იმეი კოდის იდენტური. ამით შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ტელეფონს აქვს თავის კუთვნილი პლატა, ყუთი და კორპუსი" - მარი დედაბრიშვილი , აიტექნიკის სერვის ცენტრის მენეჯერი.

myquiz