ამერიკელების თვალით დანახული 2036 წელი | Allnews.Ge

ამერიკელების თვალით დანახული 2036 წელი

2036 წელია. ქუჩაში კლონირებული ადამიანები დადიან, საჯარო და კერძო სამსახურებში რობოტები გვემსახურებიან, სახლში პიცა კი დრონს მოაქვს. რთული წარმოსადგენი სულაც არ არის.

Discover Magazine-მა წარმოადგინა ლონდონისა და პარტნიორების მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის დროსაც 2088 მოზარდს 2036 წელისთვის მსოფლიო განვითარების წარმოდგენა და აღწერა სთხოვეს. კითხვების უმეტესობა ტექნოლოგიურ განვითარებასა და ჩვენს ცხოვრებაში მის როლს ეხებოდა.

გამოკითხლთა 66% მიიჩნევს, რომ 2036 წლისთვის სახლში პიცას დრონი მოგვიტანს, Amazon-მა და Google-მა უკვე შეიმუშავეს დრონები, რომლებსაც ნივთების გადატანა შეუძლია, თუმცა ხელისუფლებამ მათი გამოყენება აკრძალა.

როგორი იქნება სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში 100 წლის შემდეგ

ახალგაზრდების 60% ფიქრობს, რომ ძირითად გზებზე ავტოპილოტის მეშვეობით მართული მანქანების რაოდენობა გაიზრდება, მსგავსი მანქანების მწარმოებელი კომპანიები მიიჩნევენ, რომ კომპიუტერი გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს გახდის. Business Insider-ის ინფორმაციით, უკვე 2020 წლისთვის, 10 მილიონი ავტოპილოტზე მომუშავე მანქანა იქნება.

გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის, ადამიანის სხეულში საკომუნაკაციო მოწყობილობები ე.წ. მიკროჩიპები იქნება ჩამონტაჟებული. ასე წარმოიშობა ადამიანთა უფრო ჭკვიანი და ბედნიერი რასა.

2050 წელი: მომავლის ინფრასტრუქტურა

გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ ფულს გადახდის ელექტრონული საშუალებები სრულად ჩაანაცვლებს. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა იყენებს მობილურ ტელეფონს სხვადასხვა სახის ხარჯების დასაფარად.

52% ფიქრობს, რომ უკვე 2036 წლისთვის ადამიანის პირველი კლონი გაჩნდება. ამ დრომდე ადამიანის კლონირების პრეცედენტი არ ყოფილა, თუმცა მეცნიერებმა სხვა ძუძუმწოვრების კლონების შექმნა უკვე შეძლეს.

მაგალითისთვის, სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ლაბორატორიაში თქვენი ძაღლის კლონს სულ რაღაც 100 ათას დოლარად შექმნიან. თუმცა, მეცნიერები აღიარებენ, რომ ადამიანების კლონირება გაცილებით რთულია, თანაც ეთიკური საკითხიც გასათვალისწინებელია.

მომავლის 10 გრანდიოზული არქიტექტურული პროექტი

გამოკითხულთა 65% მიიჩნევს, რომ დაავადების დადგენასა და მკურნალობის დაწყებას ექიმთან უშუალო ვიზიტის გარეშე, ვირტუალურად შეძლებენ, რაც არც თუ ისე შორი პერსპექტივაა.

მეცნიერები 3D პრინტერის განვითარებას ცდილობენ, რომელშიც მელანის ფუნქციას ცოცხალ უჯრედები ასრულებენ. გამოკითხულთა 54% აღნიშნული მიღწევით სარგებლობას უკვე 2036 წლისთვის გეგმავს. 3D პრინტერის განვითარება დონაციის საჭიროებას გამორიცხავს.

რეალურ მაღაზიებს ინტერნეტ მარკეტები ჩაანაცვლებენ, რეალურ სიყვარულს კი ვირტუალური გრძნობები შეცვლის. ასეთია გამოკითხული ამერიკელი ახალგაზრდების თვალით დანახული სამყარო 2036.

myquiz