Facebook-მა ჭარბწონიანი მოდელის ფოტოსურათი დაბლოკა | Allnews.Ge

Facebook-მა ჭარბწონიანი მოდელის ფოტოსურათი დაბლოკა

Facebook-მა მსოფლიოში ყველაზე მსუქანი მოდელის, ტეს ჰოლიდეის ფოტოსურათის გავრცელება აკრძალა.

კომპანიის თქმით, სურათი სოციალური ქსელის სურათების ესთეტიური კრიტერიუმების პოლიტიკას არღვევს. ამის შესახებ გამოცემა The Sun იუწყება.

30 წლის ამერიკელი მოდელის ფოტოსურათი ავსტრალიური ფემინისტური ორგანიზაციის Cherchez la Femme-ის ბოდი-პოზიტივის კამპანიის ნაწილია. ტეს ჰოლიდეის ფოტოსურათის საშუალებით, ღონისძიების Feminism and Fat შესახებ ინფორმაციის გავრცელება იგეგმებოდა.

ფოტოსურათი სოციალურ ქსელს არ წაუშლია, მაგრამ Cherchez la Femme-ს უარი ეთქვა Facebook Ads-ის საშუალებით ამ კამპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. სოციალურმა ქსელმა ორგანიზაციას ფოტოსურათის შეცვლა ურჩია.

მოდერატორებმა Cherchez la Femme-ის წარმომადგენლებს აუხსნეს, რომ Facebook-ზე აკრძალულია ისეთი პოსტების და სურათების გავრცელება, სადაც ქონის ნაკეცები, ცელულიტი და ნებისმიერი სხვა აშკარა ფიზიკური არასრულყოფილება (მაგალითად, ანორექსიული სიგამხდრე) მსხვილი ხედვით არის გადაღებული.

ტეს ჰოლიდეი მსოფლიოში ყველაზე მსუქანი მოდელია, ის 155 კილოგრამს იწონის.

2015 წლის იანვარში მან კონტრაქტი პრესტიჟულ სამოდელო სააგენტო Milk Model Management-თან გააფორმა.

სულ ცოტა ხნის წინ, მოდელი მეორე ბავშვის დედა გახდა.

myquiz