Rolls-Royce-ის პირველი ფუტურისტული ავტომობილი | Allnews.Ge

Rolls-Royce-ის პირველი ფუტურისტული ავტომობილი

ულტრა-ლუქს ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანიამ Rolls-Royce ექსტრემალურად ფუტურისტული კონცეპტუალური ავტომობილი წარმოადგინა, რომელიც მათი თქმით, არის "პირველი ნათელი ხედვის მომავლის ავტო“.

სიახლე, სახელწოდებით Vision Next 100, ლონდონის "რაუნდჰაუსის“ ხელოვნების დარბაზში წარმოადგინეს. მისი უცხო დიზაინი მოიცავს 28 ინჩიან უცნაურ საბურავებს, წინა ბორბლების სიახლოვეს საბარგულს, მაკასარის ხის დეტალებით გაფორმებულ ინტერიერს, ორგანულ თაჩ-სქრინიან სამუშაო დაფას, სპილოსძვლისფერ ხალიჩას და აბრეშუმით გადაკრულ სავარძელს. ავტომობილს არ გააჩნია საჭე, ვინაიდან ის სრულად ავტონომიურად მოძრავი კონცეპტია და აღჭურვილია უამრავი სხვა ტექნოლოგიური ფუნქციით.

ნაჩვენები მოდელისგან სერიული ავტომობილის შექმნა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ავტომობილის ფასზე საუბარიც არ არის, ვინაიდან ის არ იყიდება.

Rolls-Royce-მა, რომელიც BMW Group-ის კუთვნილებაა, Vision Next 100 წარმოადგინა, როგორც მფლობელის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების შემადგენელი ნაწილი. მარტში თავად BMW-მ წარმოადგინა საკუთარი ფუტურისტული კონცეპტი. მიმდინარე წელს კი ამავე აქტივობის ფარგლებში MINI-ს კონცეპტისა და მოტოციკლის წარმოდგენა იგეგმება.

 

 

myquiz