აშშ-ში უპილოტო სამარშრუტო ტაქსები დაბეჭდეს | Allnews.Ge

აშშ-ში უპილოტო სამარშრუტო ტაქსები დაბეჭდეს

უპილოტო სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელმა კომპანია Local Motors-მა, გასულ ხუთშაბათს, საზოგადოებას 3Dპრინტერით დაბეჭდილი მიკროავტობუსი წარუდგინა.

"ჭკვიან" ტრანსპორტში 12 მგზავრის ადგილია და მისი გამოძახება სმარტფონის სპეციალური აპლიკაციითაა შესაძლებელი.

კომპანია Local Motors-ის თანადამფუძნებლის ჯონ როჯერსის თქმით, ავტობუსები გაყიდვაში მაშინ გამოვა, როდესაც რეგისტრაციასთან დაკავშირებული აუცილებელი საკითხები გადაწყდება.

როგორ გაირკვა, ავტობუსის დეტალების დასაბეჭდად დაახლოებით 10 საათია საჭირო, ხოლო ასაწყობად ერთი, რის შემდეგაც, მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება უკვე მზადაა მგზავრების გადასაყვანად.

ამას გარდა, მგზავრებს მიკროავტობუსთან საუბრის საშუალებაც ექნებათ. იგი პასუხობს კითხებს იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს, როგორ არის აწყობილი, საით მიემართება და რამდენად მალე მივა დანიშულების ადგილზე.

 

myquiz