ცუკერბერგი - მომავალში Facebook-ის მომხმარებლები ერთმანეთის აზრებისა და გრძნობების ტელეპატიურად გაზიარებას შეძლებენ | Allnews.Ge

ცუკერბერგი - მომავალში Facebook-ის მომხმარებლები ერთმანეთის აზრებისა და გრძნობების ტელეპატიურად გაზიარებას შეძლებენ

მომავალში Facebook-ის მომხმარებლები ერთმანეთის აზრებისა და გრძნობების ტელეპატირად გაზიარებას შეძლებენ. განაცხადება ამის შესახებ სოციალური ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა გააკეთა.

ცუკერბერგმა განმარტა, როგორ ისარგებლებენ მომხმარებლები მომავალში სიახლით, თუმცა ყურადღებიდან არც პრივატულობის საკითხები გამორჩენია, რაც ამ დროისთვის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად რჩება.

"თქვენ მხოლოდ ის აზრი და გრძნობა უნდა დაიჭიროთ რომლის მეგობრებისთვის გაზიარებაც მოგინდებათ, იმ ფორმატში, რომლის აღქმასაც დანარჩენი მომხმარებლებიც შეძლებენ"- აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სოციალური ქსელითვის ახალი ფუქნციის დამატებისთვი ტვინის უნიკალური კვლევა მიმდინარეობს, რაც Facebook-ს სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანს.

უცნობი ფაქტები Facebook-ის შესახებ

მარკ ცუკერბერგმა კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ პრეზენტაციაზე აუდიტორიას Facebook-ის კიდევ ერთი ახალი ფუნქციის შესახებ მოუყვა, რომელიც მომხმარებელს Live Video-ების გამოქვეყნების შესაძლებლობას მოვლენების პარალელურ რეჟიმში მისცემს, მარტივად, მხოლოდ ვებკამერის გამოყენებით.

ცუკერბერგი ორლანდოში მომხდარ თავდასხმასაც გამოეხმაურა და საზოგადოებას ურჩია, ტექნოლოგიური მიღწევები პროგრესისთვის გამოიყენონ და არა ძალადობისთვის

 

მომზადებულია ინდეპენდენტ-ის მიხედვით

myquiz