Mercedes-Benz-მა წყალბადზე მომუშავე ქროსოვერი შექმნა | Allnews.Ge

Mercedes-Benz-მა წყალბადზე მომუშავე ქროსოვერი შექმნა

კომპანია Mercedes-Benz-მა წყალბადის ელემენტებზე მომუშავე პირველი ავტომობილი წარმოადგინა. ქროსოვერის პროტოტიპის სახელია GLC F-Cell. არ არის გამორიცხული, რომ მისი სერიული ვერსია უკვე 2017 წელს გამოვიდეს. მოდელის გაყიდვა, შესაძლოა, 2018 წელს დაიწყოს.

მანქანა GLC-ის ქროსოვერის სტანდარტული ვერსიის ბაზაზეა შექმნილი. მას 500 კმ-ის გავლა შეუძლია, სრული დატენვისთვის კი, მხოლოდ, 3 წუთია საჭირო.

საწვავი ელემენტები, რომლებიც წყალბადს ელექტროენერგიად და ორთქლად აქცევენ, ანიჭებენ მანქანას ზუსტად ისეთ დინამიკას, როგორიც ჩვეულებრივ ძრავზე მომუშავე ავტომობილებს აქვთ.

გერმანია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც საწვავზე მომუშავე ავტომობილებს აკრძალავს

Mercedes GLC F-Cell  წყალბადზე მომუშავე ავტომობილისა და ელექტრომობილის ჰიბრიდია. ელექტროძრავას ამუშავებს არა მხოლოდ წყალბადის მოდული, არამედ 9 კილოვატ-საათიანი ლითი-იონური ბატარეა. ეს სქემა სიახლეს არ წარმოადგენს, ამავე პრინციპით მუშაობს Audi A7 Sportback h-tron quattro, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს იქნა წარმოდგენილი.

 

მომზადებულია Autonews -ის მიხედვით.

myquiz