როგორი იქნება მომავლის ავტომობილები | Allnews.Ge

როგორი იქნება მომავლის ავტომობილები

ტექნოლოგიური წინსვლის პარალელურად ახალი მოთხოვნილებებიც ჩნდება.

დღევანდელ მანქანათმშენებლობაში 5 ტენდენცია გამოირჩევა, მათ შორის ყველაზე პრიოტეტული ძრავის გაძლიერებაა.

ამავდროულად არანაკლები მნიშვნელობა ექცევა მანქანის მოცულობასა და უსაფრთხოების განცდას.

მფლობელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიურობაა, გარემოსდამცველებისთვის კი მისი ეკოლოგიურობა. ამ ტენდენციების გათვალისწინებით ავტმობილების მწარმოებელმა სხვადასხვა კომპანიებმა მომავლის მანქანების დიზაინები უკვე შექმნეს და მათ სრულყოფაზე აქტიურად მუშაობენ

2050 წელი: მომავლის ინფრასტრუქტურა

მცირე ზომის ჭკვიანი მანქანები

მომავლის ცათამბჯენები

general motors-მა უკვე შეიმუშავა ელექტროენერგიაზე მომუშავე ორადგილიანი და ორბორბლიანი ავტომანქანა, რომელსაც "პერსონალური საქალაქო მობილობა და ხელმისაწვდომობა"- P.U.M.A დაარქვა.

ნისანმა Nissan Pivo 2 concept-ი შეიმუშავა. პატარა მანქანა კამერებით, რომელსაც მძღოლის ემოციების ამოცნობა და შესაბამისი შეთავაზების გაკეთება შეუძლია.

როგორი იქნება მომავლის ტრანსპორტი

მომავალში, მანქანის გაუმჯობესებული მოდელი ერთ ღილაკზე თითის დაჭერით, მგზავრის დანიშნულების ნებისმიერ ადგილამდე  მიყვანას, მინიმალური დანახარჯთ შეძლებს. მანქანას კი ისეთი ადგილზე დააყენებს, ყველაზე გამოცდილ მძღოლს წარმოდგენაც რომ გაუჭირდება.

მფრინავი მანქანა

თურქმა დიზაინერმა კაზომა დოკუმ მფრინავი მანქანის მოდელი შიმუშავა და აუდის კონკურსის გამარჯვებულიც გახდა. მისი ავტომანქანა Audi shark-ი, მართლაც, ჰგავს სუპერჩქარ ზვიგენს. Audi shark-ს ორი სავარძელი და თვითმფრინავისა და მოტოციკლის გამოკვეთილი ხაზები აქვს.

წყალქვეშა მანქანა

Rinspeed sQuba-ის გამომგონებლის განმარტებით, მისი შთაგონების წყარო ჯეიმს ბონდის ფილმი იყო, სადაც მთავარი გმირი მანქანით წყალქვეშ მოგზაურობს.

მომავლის ტაქსი - ჩინეთში მფრინავი უპილოტო ტაქსი შექმნეს

Rinspeed sQuba-ს 10 მეტრის სიღრმეზე გადაადგილება თავისუფლად შეუძლია. გარდა ამისა, მას ავტოპილოტის ფუნქციაც აქვს. თუმცა, მოდელის საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას, რომ მგზავრებს თავიდან ბოლომდე დასველება და ჟანგბადის ბალონების გამოყენება მოუწევთ. მანქანა ხმელეთზე 120 კილომეტრი საათის სიჩქარეს ავითარებს, წყლის ზედაპირზე 6 კილომეტრი საათის სიჩქარით გადაადგილდება, წყალქვეშ კი სულ რაღაც, 3 კმ/ს-ით.

ეკოლოგიურად სუფთა მანქანა

გარემოსდამცველები ეკოლოგიურად სუფთა მანქანების შექმნისთვის იბრძვიან, თუმცა, ეკოლოგებს მანქანები რომლებიც გარემოს არ აბინძურებს აღარ აკმაყოფილებთ. მათ ჰაერის დასუფთავების ფუნქციის მქონე მანქანის კონსტრუირება სურთ. ასეთად კი ნიკოლას სტოუნის დაპროექტებული Hyundai city car-ია, მანქანა - ხელოვნური ფოტოსინთეზით.

ჭკვიანი მანქანა

ავტომანქანა სამეცნიერო ფანტასტიკიდან - გონების ძალის საშუალებით იმართება. Merc Cyborg-ს საჭე, მუხრუჭი, სიჩქარის გადამრთველი მექანიზმი და სატერფულები არ აქვს, სამაგიეროდ, მძღოლის თავთან არის თაღი, რომელიც ტვინიდან წამოსულ იმპულსებს აღიქვამს. შესაბამისად, გონების ძალით მართული მანქანები არც თუ ისე შორი მომავალია.

წიგნები, რომლებმაც მომავლის ტექნოლოგიები იწინასწარმეტყველეს

 

 

myquiz