შავი ხვრელის დანახვა შესაძლებელი გახდება | Allnews.Ge

შავი ხვრელის დანახვა შესაძლებელი გახდება

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ფიზიკოსებმა, შავი ხვრელისთვის სურათის გადაღების, საშუალებას მიაგნეს. ამის შესახებ The Boston Globe იტყობინება.

მეცნიერები აპირებენ დედამიწის გარშემო განლაგებული რადიოტელესკოპებიდან აიღონ მონაცემები და მიღებული შედეგების მიხედვით, ერთი, მთლიანი გამოსახულება შექმნან.

ფიზიკოსების თქმით, ჩვეულებრივი ტელესკოპით შავი ხვრელკის დანახვა შეუძლებელია.

"ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე შავი ხვრელი იმდენად პატარაა, რომ მისი დანახვა ისეთივე სირთულეს წარმოადგენს, როგოც მთვარეზე გრეიფრუტის შემჩნევა. ასეთი ობიექტების შესასწავლად, დედამიწის ზომის ტელესკოპის შექმნაა საჭირო" - განაცხადა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასპირანტმა ქეით ბაუმანმა, რომელმაც, ზემოთ ნახსენები, მეთოდი შეიმუშავა.

"რადიოსიგნალეგები, რომლებიც კედლებს მიღმა გადიან, გალაქტიკური მტვრის ღრუბლებს მიღმაც გაივლიან. სწორედ მათ გამო არ შეგვიძლია ჩვენ გალაქტიკის ცენტრის დანახვა (სადაც შავი ხვრელი მდებარეობს) - დასძინა ბაუმანმა.

შავი ხვრელების ვიზუალიზაციის ახალი ალგორითმი საშუალებას მოგვცემს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის არსებობის დამატებითი მტკიცებულებები ვიპოვოთ.

ამ დროისთვის, პროექტში მონაწილეობაზე თანხმობა ექვსმა ობსერვატორიამ გასცა.

ობიექტზე დაკვირვება 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

იმავე წელს მეცნიერები პირველი გამოსახულებების მიღებას გეგმავენ.

myquiz