პირდაპირი ეთერი: დედამიწისა და მარსის მიახლოება | Allnews.Ge

პირდაპირი ეთერი: დედამიწისა და მარსის მიახლოება

დღეს მანძილი მარსსა და დედამიწას შორის 75,6 მილიონ კილომეტრს გაუტოლდება. ერთმანეთთან ასე ახლოს პლანეტები ბოლოს 10 წლის წინ იყვნენ.

საშუალოდ მანძილი ჩვენ პლანეტასა და მარს შორის 225 მილიონი კილომეტრია, თუმცა, დისტანცია შესაძლოა, 400 მილიონ კილომეტრამდეც გაიზარდოს, როდესაც პლანეტები მზის სხვადასხვა მხარეს ექცევიან.

აღსანიშნავია, რომ რეკორდულად მცირე მანძილი წითელ პლანეტასა და დედამიწას შორის 2003 წელს დაფიქსირდა და  56,3 მილიონი კილომეტრი შეადგინა.

ნასაში ირწმუნებიან, რომ ასეთი სიახლოვე ბოლოს 60 ათასი წლის წინ დაფიქსირდა.

myquiz