"მზის სოფლები" - რატომ არ იყენებს საქართველო მზის ენერგიის დიდ რესურსს | Allnews.Ge

"მზის სოფლები" - რატომ არ იყენებს საქართველო მზის ენერგიის დიდ რესურსს

ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გარდა, საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ალტერნატიული ენერგიის რესურსი აქვს.

21-ე საუკუნეში წამყვანი ქვეყნებისთვის ალტერნატიული ენერგია თანდათან ანაცვლებს "ტრადიციულს", ჩვენთან კი, რეალურად, ამ მიმართულებით მხოლოდ პირველი ნაბიჯები იდგმება.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მზის ეფექტური და ხანგრძლივი გამოსხივება საკმაოდ მაღალია.

ქვეყნის უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც, წელიწადში დღის ხანგრძლივობის მიხედვით, დაახლოებით, 1 900-2 200 საათს შეადგენს.

"საქართველო მზის ქვეყანაა.

აქ ერთ კვადრატულ მეტრ ფართზე დღიურად 4 კილოვატ საათი ენერგია მოდის, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია.

ეს ჩვენი სიმდიდრეა და შეუძლებელია არ გამოვიყენოთ",- გვეუბნება დოქტორი საინჟინრო ფიზიკის დარგში, "მზის სახლის" დირექტორი კოტე კობახიძე, რომელსაც მზის ენერგიის პოტენციალის გამოყენების საქმეში შთამბეჭდავი მიღწევები აქვს.

25 წელია კოტე კობახიძე ამ საქმეს ერთგულად ემსახურება. მთაგორიან ადგილებში მდებარე, ძნელად მისასვლელი და მცირედ დასახლებული სოფლების განათებისთვის, მზის ენერგიის გარდამქმნელებს ამონტაჟებს.

ახლახანს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ელექტრო ენერგიის დისტრიბუტორებს: თელასს, ენერგოპროჯორჯიას და სხვას ავალდებულებს საკუთარ ქსელებში ჩართოს ალტერნატიული ენერგია. ეს მზიდან მიღებული ელექტროენერგიის თვითღირებულებას დაახლოებით 3-ჯერ გააიაფებს. ასეთ პირობებში მზის ენერგიის გამოყენება ქალაქებშიც იქნება მიზანშეწონილი.

კოტე კობახიძე, "მზის სახლის" დირექტორი:

- ის, რაც მიუვალ სოფლებში გავაკეთეთ, სადაც ერთობ პრობლემური იყო ელექტროენერგიის საკითხი, მხოლოდ საკუთარი ინიციატივითა და უცხოური დონორების დახმარებით შევძელით.

დღეისათვის საქართველოს 70-ზე მეტ მაღალმთიან სოფელში 200-ზე მეტი მზის ფოტოელექტრული სისტემა (მათ შორის: უკანაფშავში, მუცოში, ჭართალასა და პატარა შირაქში) დავამონტაჟეთ. ამასთანავე, მოვიცავით საპატრიარქოს რიგი მონასტრები, 20-ზე მეტი დაცული ტერიტორიის ობიექტები და სხვა.

საერთო ჯამში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩვენს მიერ ინსტალირებულია სხვადასხვა დანიშნულებისა და სიმძლავრის 500-მდე მზის სისტემა და 200-მდე მზის წყალგამაცხელებელი.

- მიუხედავად ამისა, ალტერნატიული ენერგიის გამოყენების მიმართულებით ითვლება, რომ საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს, რადგან ხელისუფლებისგან ხელშეწყობა და დაინტერესება ამ დრომდე მინიმალურია.

- ხელისუფლების დახმარება ის არის, რომ მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენს ქვეყანაში წლებია ყველაფერი პირად ინიციატივებზეა დამოკიდებული. ევროპაშიც ვერ განვითარდებოდა ალტერნატიული ენერგია, ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა, რომ არ ყოფილიყო.

"ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების" კანონიდან გამომდინარე პარლამენტმა მიიღო კანონი (მაისიდან უკვე ამოქმედდა), რომელიც ელექტრო ენერგიის დისტრიბუტორებს ავალდებულებს საკუთარ ქსელებში ჩართონ აღნიშნული სისტემა, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას.

- ვიდრე სახელმწიფო ამ საქმეში ჩაერთვებოდა, თქვენ წლებია მაღალმთიან სოფლებს დონორების დახმარებით აძლევთ ალტერნატიულ ენერგიას. როგორ ხდება სოფლების შერჩევა, სადაც გსურთ განახორციელოთ მზის სისტემის მონტაჟი?

- პირველ ეტაპზე, როცა ამ მიმართულები იხილეთ გაგრძელება

myquiz