სმარტფონების დატენვა USB-პორტით არ არის უსაფრთხო | Allnews.Ge

სმარტფონების დატენვა USB-პორტით არ არის უსაფრთხო

სმარტფონების კომპიუტერებთან შეერთებით, შესაძლოა, თქვენი პერსონალური ინფორმაცია მოიპარონ.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ სმარტფონების დატენვა კომპიუტერებთან USB-პორტით მიერთების დროს არ არის უსაფრთხო. მსგავსმა დატენვამ, შესაძლოა, პირადი მონაცემების გაჟონვას შეუწყოს ხელი ან კიდევ თქვენი მოწყობილობა დაბინძურდეს მავნებელი პროგრამული უზრუნველყოფით.

საოპერაციო სისტემების Android-ისა და iOS-ის ტესტირებამ აჩვენა, რომ პერსონალურ კომპიუტერებთან მიერთებისას მოწყობილობები ავტომატურად ცვლიან სხვადასხვა სახის ინფორმაციას, როგორც ტექნიკური ხასიათის, ასევე პირადი სახის, რაც შემდგომ შეიძლება ვინმემ ბოროტი განზრახვისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ "კასპერსკის ლაბორატორია" იუწყება.

ორგანიზაციის ექსპერტები გვირჩევენ, გამოვიყენოთ დამცავი პაროლი, ან საერთოდაც გამოვრთოთ ტელეფონი, სანამ იტენება.

საფრთხის თავიდან სრულად ასაცილებლად კი, სასურველია, ტელეფონის დამტენი გამოვიყენოთ.

კოკა კვირკველია

BPN.GE

myquiz