რა მოხდება თუ თვითმფრინავში ტელეფონს ფრენის რეჟიმში არ გადავიყვანთ? | Allnews.Ge

რა მოხდება თუ თვითმფრინავში ტელეფონს ფრენის რეჟიმში არ გადავიყვანთ?

თვითმფრინავით სარგებლობა კარგად უწყობს ხელს ადამიანებში არსებული პარანოიების გამოვლენას.

მაგრამ, როდესაც თქვენ ტელეფონს ფრენის რეჟიმში გადაიყვანთ, თავს ცოტათი უფრო დაცულად გრძნობთ, არა?

სინამდვილეში არც ასეა საქმე.

თვითმფრინავი, რომელსაც მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში კაბინა ეხსნება

ტელეფონის რადიაცია არ ასხივებს ისეთი ძალის სიგნალს, რომ თვითმფრინავის მართვის სისტემას შეუშალოს ხელი.

იმ შემთხვევაშიც თუ, უამრავი ტერორისტი ერთდროულად ჩართავს ტელეფონს და დაიწყებს YouTube-ზე ვიდეოების ყურებას, თვითმფრინავს არ გაუჩნდება ცეცხლი.

რა მოხდება, თუ თვითმფრინავს მეხი დაეცემა, ძრავი მწყობრიდან გამოვა ან ტყვია მოხვდება?

მაგრამ, როდესაც ტელეფონი ფრენის რეჟიმში არ გადაგყავთ, ამით თქვენ დამატებით პრობლემებს უქმნით პილოტს.

კითხვა-პასუხის სერვის Quora-ზე ამის შესახებ ერთ-ერთი პილოტი საუბრობს:

"აუდიო სისტემაში შენ გესმის ისეთი არასასიამოვნო ხმა, როგორსაც კომპიუტერის გვერდით დატოვებული მობილური ტელეფონი იწვევს. ფრენის დროს მე ხშირად მესმის ასეთი ხმა. ეს არ არის კრიტიკულად სახიფათო, მაგრამ მოქმედებს ნერვებზე".

თვითმფრინავი, რომელიც ნიუ-იორკიდან ლონდონში 11 წუთში ჩავა

წარმოიდგინეთ ეს ხმა პილოტის ყურსასმენებში, როდესაც ის ფრენის კონტროლის სამსახურისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს.

ასე რომ, თვითმფრინავში ყოფნისას უმჯობესია მობილური ტელეფონი ფრენის რეჟიმში გადავიყვანოთ.

მომზადებულია Independent-ის მიხედვით.

myquiz