Google-ის ახალი პატენტი: "წებოვანი" ავტომობილი შეჯახებისას ფეხით მოსიარულეს იკრავს | Allnews.Ge

Google-ის ახალი პატენტი: "წებოვანი" ავტომობილი შეჯახებისას ფეხით მოსიარულეს იკრავს

კომპანია Google-მა ავტომობილებისთვის განკუთვნილი "წებოვანი" ფენა დააპატენტა, რომელიც შეჯახების შემთხვევაში ფეხით მოსიარულეს დაიცავს.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დარტყმის დროს ადამიანი არ გადავარდება სხვა ავტომობილზე ან გზის საფარზე.

"მანქანის წინა ნაწილზე დატანილი "წებოვანი" ზედაპირი კონტაქტის დროს აქტიურდება და მომენტალურად "იკრავს"ფეხით მოსიარულეს" - ნათქვამია პატენტის აღწერაში.

იდეის ავტორები ვარაუდობენ, რომ ადამიანი "წებოვან" ფენაზე ავტომობულის სრულ გაჩერებამდე იქნება მიკრული.

"ტექნოლოგია ძირითადად თვითმართვადი ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, მისი გამოყენება ნებისმიერ ავტომობილზე შეიძლება", - ნათქვამია აღწერაში.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა კომპანია Google ამ ტექნოლოგიის საკუთარ ავტომობილებში გამოყენებას.

 

myquiz