საუდის არაბეთში ყველაზე გრძელ სატრანსპორტო სისტემას ააშენებენ | Allnews.Ge

საუდის არაბეთში ყველაზე გრძელ სატრანსპორტო სისტემას ააშენებენ

მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, მის დედაქალაქ ელ-რიადში ამ დრომდე არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა.

თუმცა, პრობლემის მოგვარება უკვე 2018 წელს იგეგმება.

ამ დროს, ხელისუფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის უდიდესი ქსელის გაშვებას გეგმავს, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს ქალაქის მოსახლეობის მოთხოვნილებებს.

დუბაიში მსოფლიოს ყველაზე მაღალ ცათამბჯენს ააშენებენ

გეგმის მიხედვით, სულ 85 მეტროს სადგური აშენდება, რომელიც 6 ხაზზე განლაგდება და მათი საერთო სიგრძე 177 კილომეტრს გაუტოლდება.

მეტროსთან ერთად, ავტობუსების გაეშვება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიგეგმა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 2035 წლისთვის საუდის არაბეთის დედაქალაქის მოსახლეობა 50%-ით გაიზრდებოდა და 8 მილიონს მიაღწევდა.

დუბაის სანაპიროებთან მცურავი ვილები გამოჩნდება

მშენებლობის დასრულების შემდეგ, სატრანსპორტო ხაზებზე ავტომატური მართვის რეჟიმის მქონე მატარებლები გაეშვება, რომელთა მართვას მძღოლიც შეძლებს.

სადგურებსა და ვაგონებში კი კონდიციონერები და Wi-Fi დამონტაჟდება.

გარდა ამისა, სატრანსპორტო სისტემის მიერ მოხმარებული ენერგიის 20%-ს მზის ელექტროსადგური გამოიმუშავებს, რომლითაც მეტროს სადგურები აღიჭურვება.

გავრცელებული სურათებით თუ ვისმჯელებთ, სადგურების დიზაინსა და პლატფორმას საკმაოდ ფუტურისტული იერსახე ექნება.

 

მომზადებულია Techinsider-ის მიხედვით

 

myquiz