"მოტივტივე ქალაქი" - მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერი მოგზაურობას იწყებს | Allnews.Ge

"მოტივტივე ქალაქი" - მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერი მოგზაურობას იწყებს

საფრანგეთში, მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერის, Harmony of the Seas მშენებლობა დასრულდა.

ლაინერის სიგრძე 362 მეტრს შეადგენს. შედარებისთვის, ეიფელის კოშკის სიმაღლე 324 მეტრია.

ლაინერის მშენებლობა 30 თვე მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, გიგანტურ საზღვაო ხომალდს ერთდროულად 5 ათასზე მეტი დამსვენებლის მიღება შეუძლია. მასზე განთავსებულია ათეულობით ბარი და რესტორანი, აკვაპარკი, რამდენიმე საცურაო აუზი, თეატრი, კაზინო, კედელი მთამსვლელებისთვის და უამრავი სხვა გართობის საშუალება.

15 მაისს Harmony of the Seas საფრანგეთიდან საუთჰემპტონისკენ დაიძრა, ხოლო მისი მუდმივი ადგილსამყოფელი ბარსელონა იქნება.

პირველ სეზონზე ლაინერი დამსვენებლებს 7-ღამიან დასავლურ კრუიზებს სთავაზობს.

ზაფხულის სეზონის ბოლოს Harmony of the Seas ატლანტიკურ ოკეანეს გადაკვეთს და აშშ-სკენ გაეშურება, სადაც კარიბის ზღვაში 7-ღამიან აღმოსავლურ და დასავლურ კრუიზებს განახორციელებს.

myquiz