8 მაისს გერმანიაში ელექტროენერგიის ფასმა იმდენად დაიწია, რომ უარყოფითი გახდა | Allnews.Ge

8 მაისს გერმანიაში ელექტროენერგიის ფასმა იმდენად დაიწია, რომ უარყოფითი გახდა

8 მაისს გერმანიამ რეკორდი დაამყარა - ამ მზიან და ქარიან დღეს, განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ, მოსახლეობის 87%-ით უზრუნველყოფა მოახერხა.

ამის გამო ელექტროენერგიის ფასმა იმდენად დაიწია, რომ უარყოფითი გახდა.

ფაქტობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ფულს უხდიდნენ ელექტროენერგიის მოხმარებისთვის.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გერმანია ასეთი გარღვევისთვის მზად არ აღმოჩნდა.

ენერგიის სიჭარბის გამო, გაზის ელექტროსადგურების გაჩერების, ატომური და ნახშირის ელექტროსადგურების ზარალზე მუშაობის მიუხედავად, ალტერნატიული ენერგეტიკა ძალიან არის დამოკიდებული მუდმივად ცვალებად ამინდზე, რაც მრავალჯერ გამხდარა კრიტიკის მიზეზი.

ამერიკული კომპანია გარდაბანში მზის ენერგიის პოტენციალს შეისწავლის

სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ამის გამო, განახლებად წყაროებს ყოველთვის მხოლოდ ნაწილობრივ, შეეძლებათ ელექტროენერგიით მომარაგება.

2050 წლისთვის გერმანია ენერგიის განახლებად წყაროებზე მთლიანად გადასვლას გეგმავს.

გერმანია ერთადერთი არაა ამ მისწრაფებებში. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად - ისლანდიამ, პარაგვაიმ და ნორვეგიამ - უკვე მიაღწიეს ამას.

ისინი საკუთარ ენერგეტიკულ "მოთხოვნილებებს" ალტერნატიული წყაროებიდან მიღებული ენერგიით იკმაყოფილებენ.

როგორც ცნობილია, ნორვეგია მსოფლიოში გაზისა და ნავთობის ექსპორტიორი ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა.

2015 წლის მარტში კოსტა-რიკამ განაცხადა, რომ ხანგრძლივი წვიმების გამო 75 დღის განმავლობაში ქვეყანა ალტერნატიული ენერგეტიკის ხარჯზე ცხოვრობდა.

2015 წლის ივლისში, ერთ-ერთ დღეს დანიაში მოხმარებული ელექტროენერგიის 140% ქარის ელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს.

გასული წლის ნოემბერში, ერთ-ერთი ავსტრიული რეგიონის მთავრობამ განაცხადა, რომ დუნაის ჰიდროელექტროსადგურისა და ალტერნატიული წყაროების მეშვეობით, რეგიონი აღარ საჭიროებს ნახშირის ელექტროსადგურებს.

თბილისის აეროპორტი მზის ელექტროენერგიის მოხმარებას იწყებს

როგორც გამოცემა Quartz განმარტავს, ენერგიის განახლებადი წყაროების წიაღისეულებზე გამარჯვება, ამ ქვეყნებში ორი ფაქტორითაა განპირობებული; მდიდარი ბუნებრივი რესურსებითა და მცირერიცხოვანი მოსახლეობით.

 

ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა გორთან წლის ბოლომდე დასრულდება

myquiz