რითი გეგმავს ილონ მასკი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლებას | Allnews.Ge

რითი გეგმავს ილონ მასკი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლებას

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში მალე, შესაძლოა, რევოლუცია მოხდეს.

Tesla Motors-ის გენერალურმა მდივანმა, ელონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია ახალ, სრულიად ინოვაციურ სატრანსპორტო საშუალებაზე მუშაობს.

ნორვეგიაში ვიზიტის დროს, ტრანსპორტის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე მასკმა განაცხადა, რომ ახალი თვითმავალი სატრანსპორტო საშუალება, მომავალში ავტობუსებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სახეობებს ჩაანაცვლებს.

"ჩვენ რაღაცის იდეა გვაქვს, რაც ავტობუსი არ არის, მაგრამ დაგვეხმარება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზების გადატვირთულობის პრობლემა მოვაგვაროთ", - განაცხადა ელონ მასკმა, - ამ პროექტში საკვანძო სიტყვა "ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებაა. არ მინდა ამაზე ბევრი ვისაუბრო".

თუმცა, ამ საიდუმლოებით მოცული პროექტის რამდენიმე დეტალი მაინც ცნობილი გახდა. ელონ მასკის თქმით, ეს იქნება ტრანსპორტის სრულიად ახალი ტიპი, რომელიც მგზავრებს ავტობუსის გაჩერების ნაცვლად, პირდაპირ დანიშნულების პუნქტამდე მიიყვანს.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ საუბარია თვითმართვად სატრანსპორტო საშუალებაზე. ტაქსისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჰიბრიდზე, ავტოპილოტირების სისტემით.

უპილოტო ავტობუსები მგზავრებს უკვე მაისიდან მოემსახურებიან

იაპონელმა დიზაინერმა "უჩინარი" მატარებელი შექმნა

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Tesla Motors-მა ახალი ელექტრომობილ Tesla Model 3-ზე 400 000 შეკვეთა მიიღო. კომპანია ავტომობილის წარმოებას მომავალ წელს დაიწყებს და მოდელის ღირებულება 35 ათასი დოლარს გაუტოლდება.

გარდა ამისა, ელონ მასკის აეროკოსმოსური კომპანია SpaceX-ი მუშაობს ინოვაციურ პროექტ Hyperloop-ზე, რომელიც სპეციალური გვირაბების საშუალებით, ადამიანების კაპსულებით გადაადგილებას გულისხმობს.

ალონ მასკი არ არის ერთადერთი მილიარდერი, რომელიც მომავლის ტრანსპორტში დებს ინვესტიციებს. ცოტა ხნის წინ, უორენ ბაფეტმა ელექტროფიცირებული ავტობუსების საქალაქო სისტემის

პროექტს დაუჭირა მხარი.

 

აშშ-ის ერთი დიდი ქალაქიდან მეორეში მგზავრებს სპეციალური კაფსულებით გადაიყვანენ

როგორი იქნება მომავლის ტრანსპორტი

მომავლის ტაქსი - ჩინეთში მფრინავი უპილოტო ტაქსი შექმნეს

თვითმფრინავი, რომელიც ნიუ-იორკიდან ლონდონში 11 წუთში ჩავა

 

myquiz