ელექტრონული კანი თქვენს ხელს "დისპლეად" აქცევს | Allnews.Ge

ელექტრონული კანი თქვენს ხელს "დისპლეად" აქცევს

ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა, სამეცნიერო ჟურნალში Science Advances, სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ულტრა თხელ, თუმცა, გამძლე ქსოვილს აღწერენ.

მეცნიერების მიერ შექმნილი კანი იმდენად დრეკადია, რომ მრავალგვარი ზეწოლის გაძლება შეუძლია. ამასთან, საკმარისად თხელია, რომ მისი შეუმჩნევლად "ტარებაც" იყოს შესაძლებელი.

ხელოვნური კანში მგრძნობიარე სენსორები და მანათობელი პოლიმერული დიოდებია მოთავსებული.

მკვლევარების თქმით, ზემოთ აღნიშნული, ინოვაციის დახმარებით, ოპერაციის შემდეგ, სისხლში ჟანგბადის რაოდენობის კონტროლის მიზნით, დრეკადი ოპტიკური სენსორების  პირდაპირ შინაგან ორგანოებზე მიმაგრება გახდება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური კანის შექმნის საქმეში, ამჟამად ნამდვილი გარღვევაა. ამ დროისთვის, უკვე შექმნილია კანი, რომელსაც სინოტივის და წნევის შეგრძნების უნარი გააჩნია, ასევე, არსებობს ხელოვნური კანი, რომელსაც თმის გაზრდისა და უფლიანობის ფუნქცია აქვს.

myquiz