ღეროვანი უჯრედების დახმარებით გლაუკომის დამარცხება შესაძლებელი გახდება | Allnews.Ge

ღეროვანი უჯრედების დახმარებით გლაუკომის დამარცხება შესაძლებელი გახდება

გლაუკომა საკმოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც განგლიოზური უჯრედების შეუქცევად დაზიანებასა და მხედველობის ველის შევიწროვებას იწვევს, რაც საბოლოოდ სრული სიბრმავის მიზეზი ხდება.

როგორც ცნობილია, ეს უჯრედები ინტერპრეტაციისთვის მხედველობით ინფორმაციას თვალიდან ტვინს აწვდიან.

ინდიანას უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააკეთეს მემკვიდრეობითი გლაუკომის მქონე და ჯანმრთელი მოხალისეების კანის ბიოფსია და გადააპროგრამეს ეს უჯრედები.

შედეგად, სპეციალისტებმა მიიღეს ღეროვანი უჯრედები, რომელთაც ორგანიზმის ნებისმიერი ტიპის უჯრედებად გარდაქმნის უნარი შესწევთ.

კვლევის მსვლელობისას მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებიდან ბადურას განგლიოზური უჯრედები შექმნეს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს გლაუკომის მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებას.

 

მომზადებულია business-standard.com-ის მიხედვით

myquiz