მომავალში გულის დონორები შესაძლოა, გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორები გახდნენ | Allnews.Ge

მომავალში გულის დონორები შესაძლოა, გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორები გახდნენ

არც ისე შორეულ მომავალში, ღორები ადამიანისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დონორები გახდებიან.

ჯანმრთელობის კვლევის ნაციონალური ინსტიტუტის მკვლევარებმა, წარმატებით გადაუნერგეს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული ბაბუინს. გულმა 945 დღე იცოცხლა.

ამ ექსპერიმენტმა შესაძლოა დასაბამი დაუდოს ქსენოტრანსპლანტაციასთან (ქსოვილებისა და ორგანოების გადანერგვა სხვადასხვა სახეობების ფარგლებში) დაკავშირებულ კვლევებს.

ექსპერიმენტების დროს, მეცნიერებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორები გამოიყენეს, რომელთა სისხლიდან მოლეკულარული მარკერი ამოიღეს. შეგახსენებთ, რომ იგი ხელს უწყობს სისხლის შედედებას, რამაც ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს შესაძლოა, ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ აშშ-ში დღეში 22 ადამიანი მხოლოდ იმიტომ იღუპება, რომ ვერ ასწრებს დონორის ორგანოს მიღებას.

 

myquiz