დედამიწაზე მასობრივ გადაშენებებში "პლანეტა იქსი" დაადანაშაულეს | Allnews.Ge

დედამიწაზე მასობრივ გადაშენებებში "პლანეტა იქსი" დაადანაშაულეს

ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა დანიელ ვიტმაიერმა და ჯონ მათსმა "პლანეტა იქსი" დედამიწაზე მასობრივ გადაშენებებში დაადანაშაულეს, რომლებიც შესაძლოა, ყოველ 27 მილიონ წელიწადში ერთხელ განმეორდეს.

შესაბამისი კვლევა ავტორებმა ჟურნალში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოაქვეყნეს.

მეცნიერთა თეორია ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ "პლანეტა იქსის" მზის გარშემო ბრუნვის ორბიტა ნელ-ნელა იხრება და ყოველ 27 მილიონ წელიწადში ერთხელ კვეთს კოიპერის სარტყელს (რომელიც მზისგან 30-55 ასტრონომიული ერთეულის მოშორებით მდებარეობს). ეს ქმნის გრავიტაციულ ტალღებს, რომელთა გამოც "პლანეტა იქსი" დევნის კომეტებს კოიპერის სარტყელიდან მზის სისტემის სიღრმეში. კომეტები ეცემა სისტემის პლანეტებს (მათ შორის დედამიწასაც). მზესთან მიახლოებისას კომეტები იშლება ფრაგმენტებად, რომლებიც აფერხებენ მზის სინათლის წვდომას ციურ სხეულებთან (დედამიწის ჩათვლით).

პირველად ვიტმაიერმა და მათსმა საკუთარი ჰიპოთეზა 1985 წელს წარმოადგინეს. მეცნიერთა თავდაპირველი ჰიპოთეზის თანახმად, "პლანეტა იქსი" დედამიწაზე 1-5-ჯერ უფრო მძიმეა და მზისგან ასჯერ უფრო შორს მდებარეობს.

მეცნიერთა აზრით, მათ მიერ წარმოდგენილი სცენარი ყველაზე მისაღებია ცხოველთა მასობრივი გადაშენებების ახსნისთვის. თუმცა, არსებობს კიდევ ორი სხვა სცენარი: მზის გვერდით სხვა ვარსკვლავის არსებობა და გალაქტიკის ცენტრის გარშემო ბრუნვისას მზის ვერტიკალური რყევები. ავტორების თქმით, ამჟამად ამ ორი სცენარის არავითარი პალეონთოლოგიური დადასტურება არ არსებობს.

 

მომზადებულია news.discovery-ის მიხედვით.

myquiz