როგორი იქნება საყოფაცხოვრებო ნივთები მომავალში? | Allnews.Ge

როგორი იქნება საყოფაცხოვრებო ნივთები მომავალში?

სამეწარმეო დიზაინის კონკურსი Electtrolux Design Lab-ი ყოველწლიურად ტარდება. შარშან კონკურსი ჯანმრთელ და ბედნიერ ბავშვებს მიეძღვნა და მასში 56 ქვეყნიდან 1 500-ზე მეტმა მონაწილემ წარადგინა საკუთარი პროექტი.

შერჩევის ეტაპის შემდეგ ექვი ფინალისტი ჟიურის წინაშე წარდგა, ხოლო გამარჯვებულმა ფულადი ჯილდო მიიღო და Electtrolux-ის დიზაინის გლობალურ ცენტრში ნახევარწლიანი სტაჟირება გაიარა.

პირველი ადგილი ბრიტანელმა ჯორდან ლი მარტინმა დაიკავა, "არსებული ტექნოლოგიების ჭკვიანური გამოყენებისთვის" პროექტით Bloom-ი.

ინოვაციური პროექტი წარმოადგენს ელექტროჩაიდანს, რომლის ორქთლის ნაწილი გამოიყენება ჰიდროპონური, ანუ ნიადაგის გარეშე მოყვანილი მცენარეების მოსარწყავად, ასევე კერძების მოსამზადებლად და გამოყენებული ჭურჭლის სტერილიზაციისთვის.

მეორე ადგილი დაიკავა იდეამ, რომელიც ჟიურის მოსაზრებით, ეფუძნება "სამწუხარო და ამავდროულად რეალურ მოთხოვნილებას". ეს არის ლიტველი დომინიკას ბადინასის პროექტი Air Shield-ი და წარმოადგენს ბავშვის ეტლს, რომელიც ორგანული მინით არის დაფარული და ეტლში უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის მიკროკლიმატს.

ეტლში დამონტაჯებული მიკროფონისა და დინამიკების საშუალებით, ჩვილსა და მშობლებს ერთმანეთის ხმა ესმით.

ჟიურის მოწონება დაიმსახურა ტობიას ცამისისის პროექტმაც "მომავლის საკლასო ოთახი", რომელიც სკოლისთვის განკუთვნილ ინტერაქტიულ სამზარეულოს წარმოადგენს.

ოთახში განთავსებულია აკვარიუმი უნიკალური ეკოსისტემით და სამზარეულოს ხელსაწყოები. ინტერაქტიულ სამზარეულოში მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეებს "საიდან გვაქვს საკვები პროდუქტები".

კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა მარია პილუგინა რუსეთიდან, პროექტით "Plato"

ეს არის ბავშვის მოვლისთვის საჭირო ნივთების კომპლექტი, რომელშიც შედის რობოტიზირებული სათამაშო, რობოტი-თანამგზავრი, ჭურჭრლის სტერილიზატორი და სხვა.

სამხრეთკორეელი ჯეონგბინ სეო კი ჟიურიმ  "კლასიკური პროდუქტის XXI საუკენეში გადმოტანისთვის" დააჯილდოვა.

ეს არის გვერგვის ფორმის ჰაერის გამწმენდი, ჩამონტაჯებული ფილტრებით. როცა ბავშვი გვერგვით თამაშით დაიღლება, მას ფანჯარასთან დაკიდებთ და ჰაერის ფილტრაციას განახორციელებს.

მექსიკელი მარტა ფაბიოლა გარსია ბუსტოსის პროექტი Voris-ი კი მხიარული რობოტია, რომელიც პატარებს სისუფთავეს აჩვევს.

ძილის წინ ბავშვი რობოტში ტანსაცმელს მოათავსებს, დილით კი ტანსაცმელი სუფთა და სტერილური დახვდება. "სამუშაოს" დასრულებას მხიარული რობოტი ბავშვს ენის გამოყოფით აცნობებს.

myquiz