როგორ შეიცვლება მსოფლიო 25 წელიწადში - Google-ის ტექნიკური დირექტორის პროგნოზები | Allnews.Ge

როგორ შეიცვლება მსოფლიო 25 წელიწადში - Google-ის ტექნიკური დირექტორის პროგნოზები

ბილ გეითსი ამბობს, რომ რეი კურცვეილი საუკეთესოა მათ შორის, ვისაც ხელოვნური ინტელექტის მომავალის წინასწარმეტყველება შეუძლია.

კომპანია Google-ის ტექნიკური დირექტორი, ფუტუროლოგი რეი კურცვეილი შვიდი წიგნის ავტორი, 20 საპატიო სადოქტორო ხარისხის მფლობელი და სამი ამერიკელი პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებული ადამიანია.

რეი ასევე, უამრავი ტექნოლოგიის გამომგონებელია, Google-ში კი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს.

ბოლო 25 წლის განმავლობაში ფუტუროლოგმა არაერთი წინასწარმეტყველება გააკეთა, რომელიც გამართლდა.

1990 წელს მან განაცხადა, რომ 8 წლის შემდეგ კომპიუტერი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონს მოუგებდა. ასეც მოხდა. 1997 წელს Deep Blue -მ (IBM) გარი კასპაროვი დაამარცხა.

25 წლის წინ კურცვეილმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2010 წლისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უკაბელო წვდომა ექნებოდათ ინფორმაციასთან და კითხვებს უპასუხებდნენ. როგორც ვხედავთ, ის მართალი აღმოჩნდა.

1999 წელს კურცვეილმა იწინასწარმეტყველა, რომ 2009 წელს სათვალეში კომპიუტერულ დისპლეი იქნება ჩამონტაჟებული, 2011 წელს კი Google Glass-ის პროტოტიპი შეიქმნა.

საინტერესოა, რა იწინასწარმეტყველა რეი კურცვეილმა ჩვენი მომავლის შესახებ:

მისი მოსაზრებით, 2020 წლისთვის დაავადებების უმრავლესობა აღარ იარსებებს, რადგან ნანობოტები გაცილებით უფრო ჭკვიანები იქნებიან, ვიდრე არსებული სამედიცინო ტექნოლოგიებია.

საკვებ პროდუქტებს ნანოსისტემები, მანქანებს კი თვითმართვადი ავტომობილები ჩაანაცვლებს.

2030 წლისთვის ვირტუალური რეალობა შეგრძნების მიხედვით, 100%-ით რეალური გახდება.

2040 წლისთვის კი ნანოტექნოლოგიები საკვებ პროდუქტებსა და ფიზიკური სამყაროს ნებისმიერ ობიექტს ჰაერიდან შექმნიან.

ფუტუროლოგების პროგნოზები ბევრი ჩვენგანისთვის ფანტასტიკის სფეროა. თუმცა, ის, რაც რამდენიმე ათწლეულის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

მომზადებულია hi-news-ის მიხედვით.

myquiz