30.03.2016 / 09:17
შრიფტის ზომა:

ჰოლოპორტაცია: ვირტუალური 3D ტელეპორტაცია რეალურ დროში

Player load error!

"ვარსკვლავური ომებიდან" დაწყებული სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმებში ხშირად გვინახავს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს სამგანზომილებიანი ჰოლოგრამებით ესაუბრებიან. ურთიერთობის ეს ფორმა, ახლა "ჰოლოპორტაციის" (holoportaiton) მეშვეობით, უკვე შესაძლებელი გახდა.

რამდენიმე დღის წინ, კომპანია Microsoft-მა საზოგადოებას ურთიერთობის ახალი ფორმა, სახელწოდებით "ჰოლოპორტაცია" შესთავაზა.

ეს 3D ფორმატის მქონე ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც ადამიანის 3D მოდელის შექმნის, მათი შეკუმშვის და რეალურ დროში, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მისი "გადაცემის" საშუალებას იძლევა.