რაში შეიძლება გამოგვადგეს მობილური ტელეფონი, რომელსაც აღარ ვიყენებთ | Allnews.Ge

რაში შეიძლება გამოგვადგეს მობილური ტელეფონი, რომელსაც აღარ ვიყენებთ

ტყეების მასიურად გაკაფვა კლიმატური ცვლილებისა და გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ამჟამად, მსოფლიოში ხეების 70%  არალეგალურად იჭრება. ბევრი მცდელობის მიუხედავად, უკანონოდ მოჭრილი ხეების რიცხვი ყოველ წელს უფრო და უფრო  იზრდება. მართალია, თანამგზავრს შეუძლია ბრაკონიერების აღმოჩენა, თუმცა, ამას რამდენიმე დღე ან კვირა სჭირდება, შესაბამისად, ხეების დროულად გადარჩენა ვეღარ ხერხდება.

ახალგაზრდა ფიზიკოსმა ამ პრობლემის გადასაჭრელად მარტივი გამოსავალი იპოვა და ძველ ტელეფონებს სასარგებლო ფუნქცია მოუფიქრა. კერძოდ, მისი გამოგონება, Rainforest Connection-ი ხეების გადარჩენის საშუალებას  მათ მოჭრამდე იძლევა.

საქმე იმაშია, რომ უსარგებლო, ძველ ტელეფონებში მოთავსებულია პატარა მოწყობილობა, რომელიც მზის ენერგიით იმართება და რეინჯერებს დაუყოვნებლივ ატყობინებს თუ ხე სადმე უკანონოდ იჭრება.

დროული სიგნალის მიღების შემდეგ, შესაბამისი სამსახური სწრაფად რეაგირებს და ხეებს გაჩეხვისგან იცავს. ავტორმა თავისი გამოგონება პლატფორმა kickstarter- ზე მხარდაჭერისა და დაფინანსების მოსაპოვებლად განათავსა.

myquiz