ექსპერტები iPhone-ის სმარტფონებზე ფასის ვარდნას ვარაუდობენ | Allnews.Ge

ექსპერტები iPhone-ის სმარტფონებზე ფასის ვარდნას ვარაუდობენ

კომპანია Apple-ის ახალი სმარტფონის iPhone SE-ს ღირებულება სავარაუდოდ, 450 აშშ დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი გაჯეტის ფასი iPhone 5S-ის ღირებულებას 250-350 აშშ დოლარამდე დაწევს, რაც სმარტფონს უფრო ხელმისაწვდომს გახდის და გაყიდვების ოდენობას გაზრდის. გარდა ამისა, ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს კომპანიას, გააძლიეროს საკუთარი პოზიციები განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთში, ბრაზილიასა და რუსეთში.

მიმდინარე ფინანსური წლის პირველ კვარტალში Apple-მა iPhone-ის 74,8 მილიონი ეკზემპლარი გაყიდა მაშინ, როცა არსებული პროგნოზით, ეს ციფრი 75 მილიონი უნდა ყოფილიყო.

ასეთი მონაცემები, ექსპერტების მოსაზრებით, მიუთითებს სმარტფონების გაყიდვებში შექმნილ გარკვეულ სტაგნაციაზე. ეს კი თავის მხრივ, რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის ჩინეთში ეკონომიკური ზრდის შენელებითა და გადატვირთული ბაზრით.

ინვესტორებისთვის გაყიდული iPhone-ების ოდენობა Apple-ის წარმატების ერთგვარი ინდიკატორია, რადგან სწორედ აღნიშნულ პროდუქციას კომპანიისთვის ყველაზე მეტი შემოსავალი მოაქვს.

როგორც მოსალოდნელია, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალი 50-დან 53 მილიარდ აშშ დოლარამდე შეადგენს, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 58 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

myquiz