იაპონელმა მეცნიერებმა 30 წლის წინ გაყინული ცხოველი გააცოცხლეს | Allnews.Ge

იაპონელმა მეცნიერებმა 30 წლის წინ გაყინული ცხოველი გააცოცხლეს

იაპონიის პოპულარული კვლევების ეროვნულ ინსტიტუტში, მეცნიერებმა სიცოცხლე აჩუქეს მიკროსკოპური ზომის ცოცხალ არსებას, რომელსაც ნელამავალს ან წყლის დათვს უწოდებენ.

ეს მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ცოცხალი ორგანიზმის გაცოცხლება განგრძლივი გაყინვის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ორი ნელამავალი 1983 წლიდან, -20ºC - ზე იყო გაყინული. პირველი, გაცოცხლებიდან 20 დღეში დაიღუპა, მეორე კი გადარჩა და რამდენიმე კვირაში კვერცხებიც კი დადო.

გაცოცხლებიდან პირველ დღეს ნალემავალმა ფეხები აამოძრავა, მეექვსე დღეს კი გადაადგილება შეძლო. მეცნიერები ამბობენ, რომ ახლა მათი მიზანია, უკეთესად შეისწავლონ, თუ რა პროცესები გაიარა ცოცხალმა ორგანიზმმა სარეაბილიტაციო პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ ნელამავალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამძლე ცოცხალ ორგანიზმად მიიჩნევა. ყინვაგამძლე არსება ბინადრობს ყველგან, სადაც წყალია, იქნება ეს ყინული, ცხელი წყარო, ოკეანე თუ პატარა გუბე.

Frozen Animal Brought Back to Life After 30 Years

myquiz